დახურვა
სტილი
24.04.2024

დუეტ „ლეონის" წევრი ლევან წვერავა ახლახან 42 წლის გახდა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან" ამბობს, მისი ასაკი ყოველთვის გაკვირვების საბაბია:

„რომ ვიტყვი ხოლმე, 42 წლის ვარ-მეთქი, ისეთი გაკვირვებულები მიყურებენ, უნდა ნახოთ (იცინის). მიზეზად, პირველ რიგში, გენეტიკას ვასახელებ. მაგალითად, ბიძაჩემი 77 წლისაა და რომ შეხედავ, 57-ის გეგონება. თან, მე არ მიყვარს გადაგვარება. ჩემს თავს პატივს ვცემ, რაც ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ წონაში მატების უფლებას არ ვაძლევ. გენეტიკაც ხელს მიწყობს, მაგრამ ოდნავ ცვლილებასაც რომ ვამჩნევ, მაშინვე ზომებს ვიღებ. ამ მხრივ, თავს ყოველთვის ვაკონტროლებ. ყველა ჩემს კოლეგას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ როცა სცენაზე დგახარ, ამდენი წარმატებული პროექტი გაქვს, უამრავი მაყურებელი და მსმენელი გყავს, ვალდებული ხარ, მათ წინაშე კარგად გამოიყურებოდე. მე ამით პატივს ვცემ მათაც და საკუთარ თავსაც..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×