დახურვა
სტილი
07.06.2021

მსახიობ ლაშა გურგენიძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და მაყურებელს საკუთარი იუმორისტული სკეტჩებით ხშირად ამხიარულებს.

ლაშა გურგენიძე „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მისი რჩეული, თაკუნა მჭედლიშვილი, პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და, მსგავსად მეუღლისა, ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს.

წყვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამომწერებს ორიგინალური თემატიკის ფოტოები გაუზიარა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. „თხისგან შეიქმნა ადამიანი“ - წერს ლაშა გურგენიძე „ინსტაგრამზე“.

ლაშა გურგენიძემ 

და თაკუნა მჭედლიშვილმა მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი კომპლიმენტი და თბილი კომენტარი მიიღეს. „რა საოცარი ფოტოებია“, „ძალიან ორიგინალურია, ბრავო!“, „გაგიჟება შეიძლება“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×