დახურვა
სტილი
02.03.2022

დღეს ახალი მთვარეა, ასტროლოგ ქეთი ვაწაძის პროგნოზით, ამ დღის ენერგიები 3 მარტამდე გასტანს, შემდეგ კი ვითარება დაწყნარდება და 11 მარტისთვის გაცილებით მშვიდობიანი სიტუაცია იქნება. ასტროლოგი ადამიანებს, შინაგანი ბალანსის პოვნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა ემოციების განეიტრალებაა მნიშვნელოვანი.

„დღეს, 02.03.2022, 21:34 წუთზე ახალმთვარეობა გვაქვს თევზების ზოდიაქოს ნიშანში.

უშუალოდ ახალმთვარეობის სურათი, ძირითადად, პოზიტიურია, ვინაიდან გვაქვს მზე, მთვარე, იუპიტერის შეერთება. დღეს დღეობით არის ერთი მაჩვენებელი, რომელიც იწვევს ამ აგრესიულ ფონს, რაც სამყაროში, კერძოდ უკრაინის თემებში ხდება და პიკი, სწორედ ამ დღეებში დგას, კერძოდ 3 მარტს. რის შემდეგაც ნელ-ნელა ძალას კარგავს. 10 - 11 მარტისთვის, წესით უკვე სხვა სურათი იკვეთება.

იცით ალბათ, რომ ახალმთვარეობაზე იცვლება ენერგიები, ახალი მინი ციკლი იწყება, რისი გავლენაც, მთელ თვეს გასდევს ფონად.

ახალმთვარეობის მომენტში ბევრი ადამიანი პრაქტიკებს ოცნებების და მიზნების ვიზუალიზაციის ტექნიკებს. რეალურად, არც არაფერი განსაკუთრებული ტექნიკები არ გვჭირდება, მთავარი „ტექნიკა“ არის ჩვენი სწორად მიმართული აზრები, პოზიტივი, გაწონასწორებული ენერგიები და რწმენა!

და სწორედ დღეს, 21:34 წუთზე, მოდით ყველამ, მივმართოთ ჩვენი სიყვარულით დამუხტული ენერგიები იმ სიბნელის და ბოროტების გასანეიტრალებლად, რაც სამყაროში დღეს ხდება.

შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივი ვიზუალიზაცია - გაიხსენეთ უპირატესად საქართველოს და უკრაინის რუკა და მწვანე, ანუ უპირობო სიყვარულის ფერის ენერგია გააგზავნეთ თქვენი გულიდან და მოფინეთ სამყაროს, მთელ დედამიწას, აავსეთ ის ამ მწვანე ენერგიების ნათებით, უპირობო სიყვარულის ჰარმონიული ენერგიებით ვაჩვენოთ სამყაროს, რომ ქართველებს, დედამიწელებს მშვიდობა, სიყვარული, აღმშენებლობა გვსურს! დავანახოთ ჩვენი არჩევანი და ვთხოვოთ აღსრულება. სწორი გზავნილი გავაგზავნოთ კოსმოსში და დავაფიქსიროთ ჩვენი ნება!

შეგვიძლია დავანთოთ სანთლები, ცეცხლის ენერგიას ვთხოვოთ რაც დღეს სამყაროში ხდება ყველანაირი დამანგრეველი, დესტრუქციული ენერგიების უტილიზირება და აღმშენებლობის, სიყვარულის ენერგიებად გარდაქმნა, სწორედ გარდაქმნა სიკეთით და არა უბრალოდ გაქრობა, რადგან არც ერთი ენერგია არ ქრება, ერთი მეორეში გადადის და მნიშვნელოვანია ჩვენი მოთხოვნა იყოს ბოროტების სიკეთით გარდასახვა. ცეცხლის სტიქია გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ განწმენდის ფუნქციას ასრულებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი მსგავსით მიიზიდება! ნუ დავაგროვებთ აგრესიის, ნგრევის ენერგიებს, როგორი ობიექტური მიზეზებიც არ უნა ჰქონდეთ მათ, რადგან ამას რეალური ზიანის მოტანა შეუძლია თითოეული ჩვენგანისთვის, ქვეყნისთვის!

უმნიშვნელოვანესია შინაგანი ბალანსის დაცვა... გეთანხმებით, ძალიან რთულია, რაც დღეს ხდება სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ შეეცადეთ მათ განეიტრალებას ნებისმიერი სახით, თუნდაც ჩაეხუტეთ, მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს... მოუსმინეთ გალობებს, რაიმე მაღალვიბრაციულ მუსიკას... გახსენით გულის კარი... შემოუშვით სინათლე ზედმეტი ემოციური ჩართულობა, აგრესია ან სასოწარკვეთა არ გამოგვადგება, პირიქით, დაგვანგრევს და სულ გვანგრევდა!

ჩვენ, ქართველები, ზე ემოციური, გულიანი ხალხი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ცივი გონება და შეძლებისდაგვარად დაბალანსებული ემოციები, გონიერი ნაბიჯებია საჭირო.

ამ სიბნელეს, რაც დღეს ხდება ლოცვა, რწმენა, სიყვარულის ენერგია შეგვიძლია დავუპირისპიროთ მხოლოდ! რადგან სწორედ სიყვარულია ის ძალა, რასაც ამ ბოროტების განეიტრალება, გადაფარვა შეუძლია! დავანახოთ სამყაროს, რომ ჩვენი პრიორიტეტი კეთილგანწყობა, მშვიდობა, აღმშენებლობაა და ჩვენ ერთიანი ვართ ამ არჩევანში.. და ეს უნდა ვაკეთოთ სულ! ვმოქმედებთ ცივი გონებით, აგრესიის და გადამეტებული ემოციების გარეშე, იმ მდგომარეობის შესაბამისად, რა ამოცანებიც გვიდგას მოცემულ მომენტში და მივდივართ წინ! სულ ესაა!

მოკლედ, დღეს, 21:34 წუთზე, ვაერთიანებთ და ვუზიარებთ ერთმანეთს ნათელ ენერგიებს და სიყვარულით ვხვდებით ვირტუალურ სამყაროში! სინათლე, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იმარჯვებს! გამარჯვება საქართველოს! გამარჯვება უკრაინას!“ - წერს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×