დახურვა
სტილი
28.03.2022

„ამ კვირაში დედამიწა არის პოზიტიურ ენერგოველში,“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

მიმდინარე კვირაში, კი გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს.

„ხვალ ნაკლებად ჩაიხედეთ სარკეში, ზოგჯერ სარკეს აქვს უარყოფითი ენერგია, ამიტომ ეცადეთ ცოტა ნაკლებად იყუროთ სარკეში“, - ამბობს ცაგარელი. რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მათ კოსმოსი სხვადასხვა შანსებს ჰპირდება:

♈ვერძი - გარდა იმისა, რომ მზე უკვე თქვენშია, წუხელ გვიან ღამით მას შეუერთდა მერკური, გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა. 20 რიცხვამდე არის თქვენი დრო, წლის განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კვირა. სუსტი წერტილი თავი.

♉კურო - წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა გაქვთ, ახლა თქვენ გაქვთ დაბადების წინა პერიოდი. შემოიფარგლეთ მსუბუქი საქმეებით და იცხოვრეთ მშვიდ რიტმში. სუსტი წერტილი ყელი. 

♊ტყუპები - აქტიურდებიან, მაქსიმალურად იკონტაქტეთ მეგობრებთან და ინტერნეტთან, რადგან შეიძლება გაიცნოთ კარგი ადამიანები და მიიღოთ ახალი პროექტების შემოთავაზება. სუსტი წერტილი ფილტვები.

♋კირჩხიბი - მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან, ფარული მტრები და ჭორები მატულობს თქვენ წინააღმდეგ. სავსემთვარეობა თქვენზე ძალიან იმოქმედებს, ამიტომ ფრთხილად იყავით. კუჭი სუსტი წერტილი.

♌ლომი - კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მეტი კონტაქტი გამოიჩინეთ უცხოელებთან. შესაძლებლობები ყველა კუთხით გაქვთ. სუსტი წერტილი გული. 

♍ქალწული - ენერგოტონუსი უკვე ეცემა, არ გათქვათ თქვენი საიდუმლოები, სჯობს კვირის პირველი ნახევარი დაუთმოთ მნიშვნელოვან საქმეებს. სუსტი წერტილი - ნაწლავთა სისტემა,

♎სასწორი - მიმზიდველია, ქარიზმატულია. გჭირდებათ მეტი ყურადღება, რომ არ გარისკოთ. სუსტი წერტილი ყელი და თირკმელები, ასევე კანი.

♍მორიელი -  ენერგოტონუსი მცირდება, შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემები შეექმნათ, ასევე ჯანმრთელობასაც მიაქციეთ მეტი ყურადღება. აკეთეთ რუტინული საქმეები.

♐მშვილდოსანი - აი, ვინ არის აქტიური, ენერგიული. ფინანსური გაუმჯობესების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს. ლატარიაში და კონკურსებში აქვს მოგების დიდი შანსი. სუსტი წერტილი - ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. 

♑თხის რქა - ენერგოტონუსი კლებულობს, ამიტომ იყავით ფრთხილად. ნუ გადაწყვეტთ მემკვიდრეობით საკითხებს. სუსტი წერტილი - ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები და ხერხემალი.

♒მერწყული - თქვენთვის არის საუკეთესო პერიოდი, არ გაქვთ დრო მოდუნების. აწარმოვეთ მოლაპარაკებები. შანსები წარმატების მატულობს. სუსტი წერტილი - ნერვიული სისტემა და მხედველობა.

♓თევზები - ენერგოტონუსი კლებულობს, ამიტომ გადადით უფრო მშვიდი ცხოვრების რიტმზე. შეიძლება ძველი საქმეებიდან დივიდენდები მიიღოთ, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს და კაპიტალ დაბანდებებს. სუსტი წერტილი - ტერფები, მხედველობა და ნერვიული სისტემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×