დახურვა
სტილი
04.04.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთულია, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა თევზების ნიშანში გადადის, ხოლო ომისა და კონფლიქტების პლანეტები მერწყულში.

ასტროლოგი ამბობს, რომ პლანეტათა ეს ტრანზიტი აბსოლუტურად ყველა ნიშანზე მოახდენს გავლენას. რაც შეეხება მიმდინარე კვირის ზოგად პროგნოზს -  ასე გამოიყურება:

♈ვერძი - ახლა თქვენი დროა, არ გაქვთ გაჩერების უფლება, ახლა სამ საათზე მეტი ძილიც კი არ გჭირდებათ. წინსვლის პერსპექტივა, იღბლიანობა, შარმი და მიზიდულობა მომატებულია. თქვენთვის წარმატების მიღწევის შანსი გაორმაგებულია, ამიტომ იაქტიურეთ.

♉კურო - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, სარისკო მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ და გახსოვდეთ, ფარული მტრების, ინტრიგებისა და  ჭორების ალბათობა მომატებულია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გადადით ცხოვრების მშვიდ რიტმზე.

♊ტყუპები - ძალიან კარგი პერიოდია, შეიძლება ჩაერთოს საზოგადოებრივ და სოციალურ პროექტებში, ძალიან წარმატებული პერიოდი აქვს პროექტების განვითარების მიმართულებით. იაქტიურეთ წარმატების შანსი ძალიან მაღალი გაქვთ.

♋კირჩხიბი - თქვენ ახლა დასვენება გჭირდებათ. თქვენი ენერგოტონუსი ძალიან დაბალია, ამასთან გაქვთ ძალიან ბევრი საქმე, ამიტომ ზომიერება გმართებთ. იმუშავეთ კარგად, თუმცა ენერგიას მიეცით აღდგენის საშუალება.

♌ლომი - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, ნამდვილი ლიდერი ხართ. ამიტომ იმოქმედეთ გაბედულად.

♍ქალწული - მაქსიმალურად დაიჭირეთ თავი პარტნიორებთან,  ცოტა დაძაბულობა მატულობს. ახლა უნდა მოაგვაროთ ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე ვერ მოაგვარეთ და შეძლებისდაგვარად მეტად დაისვენეთ.

♎სასწორი - თქვენ ახლა ელეგანტური, ტაქტიანი და მომხიბვლელი ხართ. პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის საუკეთესო დროა, აგრეთვე კარგი დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, ამიტომ იაქტიურეთ.

♏მორიელი - თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამავდროულად ბევრი საქმე გაქვთ. შესაძლოა, შეგექმნათ ბევრი პრობლემა, მათ შორის ხანდაზმულ ნათესავებთან, რომლებთანაც მას მოეთხოვება ტაქტი და დიპლომატია.

♐მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული, ქარიზმატული და ყოველმხრივ წარმატებულია, მფარველები შემოდიან მის ცხოვრებაში. ამიტომ რაც შეიძლება მეტი უნდა იაქტიურონ. 

♑თხის რქა - თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა არამდგრადი ხდება და ასევე მათ სჭირდებათ მაქსიმალური კონტროლი ფინანსების მიმართ, რადგან შემოსავალი იკლებს და ხარჯი მომატებულია. 

♒მერწყული - განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მერწყულებს, რადგან ორი ბოროტი პლანეტა ამ ზოდიაქოში მოიყრის თავს. ხდება დიქტატორი, ეგოისტი და საკუთარი ნება სურვილი უნდა რომ სხვას მოახვიოს თავს. მათში მოიმატებს ზედმეტი აგრესია და გამოვლინებისგან თავი უნდა შეიკავონ.

♓თევზები - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია და მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ეცადეთ, ცოტა მეტად დაიძინოთ და მიაქციოთ ყურადღება საკუთარ თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×