დახურვა
სტილი
19.08.2022

20 აგვისტოს, მზე ლომის ზოდიაქოს ნიშნიდან ქალწულში, ერთი თვით გადავა. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში, ადამიანებში ქალწულისთვის დამახასიათებელი თვისებები - დისციპლინა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, სიდინჯე და შრომისუნარიანობა იქნება გამძაფრებული.

მიხეილ ცაგარელის თქმით, 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდის მთავარი ფავორიტი ქალწულის, კუროს და თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იქნებიან. მათი ენერგოტონუსი, იმუნიტეტი, იღბლიანობა, წარმატების შანსი, შარმი და განწყობა მაღალია. აგრეთვე სასიკეთო პერიოდი ექნებათ წყლის ნიშნებს - მორიელებს, თევზებსა და კირჩხიბებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგად უნდა გამოიყენონ ქალწულებმა. მათ უამრავი მოულოდნელი სიურპრიზი ელოდებათ. ისეთ ადგილებში გაუმართლებთ, სადაც წარმოდგენა არც ჰქონდათ. მათთვის ზღაპრული პერიოდი და მიზნების მიღწევის დროა. რაც შეეხება კითხვას - თუ ვისთვისაა რთული ეს პერიოდი, ცაგარელის თქმით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ სასწორები, არანაირი სარისკო მოქმედება, კონფლიქტი და ინიციატივა არ უნდა გამოიჩინონ. მათ ყველაფერი გაურთულდებათ და სჯობს, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიახლისგან. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს - მშვილდოსანს, ლომს, ვერძს, მერწყულსა და ტყუპებს - სასურველია, ეს ნიშნები ყოველდღიური საქმიანობებით შემოიფარგლონ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×