დახურვა
სტილი
07.11.2022

ასტროლოგიის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ ახლა ადამიანები ე.წ. დაბნელებების დერეფანს გავდივართ, რაც 28 ოქტომბერს მორიელში მზის დაბნელებით დაიწყო და 8 ნოემბერს კუროში მთვარის დაბნელებით დასრულდება.

დაბნელების დერეფნის გავლისას კოსმოსი ადამიანებისგან სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვს. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ პლუს დაბნელებების დერეფანს ახლა დედამიწა უარყოფთ ენერგოველშია და თან ომისა და საქმიანობის პლანეტა მარსი უკუმავალია, ამიტომ უმჯობესია ძველი საქმეების დასრულება და ახალი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ასტროლოგი მათ ურჩევს: 

♈ვერძი - ვერძთა უმრავლესობის ენერგოტონუსი დაბალია, ფრთხილად იყავით, რადგან ტრავმულ-ავარიული სიტუაციები თქვენს ირგვლივ გააქტიურდება, ასევე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თქვენი მთავარი პრობლემა ახლა არის ფინანსები  - არავითარი მსხვილი საყიდლები, კაპიტალდაბანდება და ფინანსური ხარჯი არ გაიღოთ. 

♉კურო - თქვენი ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა და განწყობა მაღალია, მაგრამ წყალქვეშა დინებები პრობლემას გიქმნით, პარტნიორულ ურთიერთობებში როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებთან მოსალოდნელია კონფლიქტი. თქვენი სიჯიუტე და სიხისტე გააღიზიანებს კოლეგებსა და ხელმძღვანელებს, ამიტომ გამოიჩინეთ ტაქტი და დიპლომატია.

♊ტყუპები - ძალიან ნევროზული ხართ და სიტუაციებს არასწორად აღიქვამთ, ამიტომ ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს. ამიტომ ვურჩევ ამ ნიშანს არავითარი სულსწრაფი გადაწყვეტილება არ მიიღონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

♋კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი, ინტუიცია და იღბლიანობის შანსი მაღალია, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია, თუმცა პრობლემებს უქმნის არასწორი ინფორმაცია, რომელსაც ის ირგვლივმყოფებისგან მიიღებს, ასევე არის ალბათობა, რომ ახლობლებმა ის მოატყუონ. 

♌ლომი - გაუფრთხილდით ნათესაურ ურთიერთობებს, არ გადაწყვიტოთ არავითარი მემკვიდრეობითი საკითხები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიჩინეთ დიპლომატია.

♍ქალწული - არაა ცუდი პერიოდი, ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, შრომისუნარიანი და იღბლიანი ხართ, თუმცა სულსწრაფობა მოიმატებს და სიხისტეს გამოავლენთ, რომელიც ზოგადად არ გჩვევიათ ხოლმე, ამიტომ გთხოვთ, შეინარჩუნოთ ობიექტურობა და სიმშვიდე.

♎სასწორი - თქვენ გაგიჭირდებათ ფინანსური კუთხით, ფინანსური პრობლემები ერთი ორად გაიზრდება. დიდი ალბათობით კონფლიქტებია მოსალოდნელი პარტნიორებთან და არავითარ შემთხვევაში არ დადოთ ახალი ხელშეკრულებები.

♏მორიელი - აი, ვინაა ყველაზე აქტიური, ენერგიული და შარმიანი. თუმცა, რადგან დაბნელება მორიელი-კუროს ღერძზე ხდება, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას პარტნიორებთან, ამიტომ მეტი ტაქტის გამოჩენას გირჩევთ, რადგან ამ კვირამ მშვიდად გაიაროს.

♐მშვილდოსანი - ყველზე რთული პერიოდი გაქვთ, თქვენი ენერგოტონუსი წლის განმავლობაში ახლა ყველაზე დაბალია. ზედმეტად პირდაპირი და სარკასტული ხდებით,  შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა სამსახურიც კი დაკარგოს, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ემოციურ მდგომარეობას და გამოიჩინეთ სიფრთხილე.

♑თხის რქა - აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი და ინიციატივიანია, თუმცა შესაძლოა, შვილებთან შეექმნას პრობლემები, ან ფინანსებთან და ხელმძღვანელ პირებთან, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და ტაქტი.

♒მერწყული - ახლა თქვენ ადვილად იღლებით, მეტი დასვენება და გამოძინება გჭირდებათ, არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ და არც ფინანსები ჩადოთ რაიმე პროექტში. ერთი კვირა მოითმინეთ, შემდეგ უკვე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

♓თევზები - შარმიანი, ენერგიული და მიმზიდველი ხართ, მაგრამ მოსალოდნელია ჩაგრთონ საეჭვო საქმეებში და შემდეგ საქმე ცუდად წაგივიდეთ, ამიტომ ფრთხილად იყავით, სანამ რაიმე ახალს დაიწყებთ და გამოიჩინეთ დიდი ყურადღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×