დახურვა
სტილი
31.12.2022

"მეტრონომი" ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას წინასაახალწლო რიტუალებთან დავაშირებით ესაუბრა. ექსტრასენსმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელთაც სურთ ბედის გახსნა ახალი წლის ღამეს სპეციალური რიტუალი უნდა შეასრულონ.

"ბროწეული უნდა გაარჩიოთ. გააცალოთ ცუდი მარცვლები და დატოვოთ მხოლოდ საღი. ბროწეულს აქვს კავშირი ისეთ პლანეტარულ ენერგიებთან, რომელიც პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებს განკარგავს . ბროწეული უნდა გაიწმინდოს. კაკლები რაც აქვს უნდა დაიჭყლიტოს თითებით. ყოველ დაჭყლეტილ მარცვალზე ამ წვეთს ვაგროვებთ ჭიქაში და ზუსთად, როცა 12 საათი ხდება მაშინ უნდა მიირთვათ, ეს ეხება, როგორც ქალბატონებს, ისევე მამაკაცებს.

რიტუალის შესრულებისას შემდეგი სიტყვები უნდა თქვათ:

მე მზად ვარ პარტნიორული, სასიყვარულო, სექსუალური ურთიერთობებისთვის."- განაცხადა ანზორ ოდიშარიამ.

წყარო: mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×