The Sun-ის წყაროს ცნობით, რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი არ დარდობს და წუხს ქანიე ვესტისა და ირინა შეიკის შესაძლო რომანის შესახებ. მისივე თქმით, ეჭვიც კი ეპარება, რომ ისინი ერთად იყვნენ.
"კიმი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ჭორებს ირინას შესახებ. მისთვის ეს ერთგვარი ყურადღების მიპყრობაა ქანიესა და კიმის ქორწინების წლისთავის გამო, რომელიც 24 მაისს იყო.
მას სულაც არ აწუხებს და არ სჯერა ჭორების. მაშინაც კი, თუ ეს სიმართლე იქნება, ეჭვი მეპარება, რომ მან იდარდოს", - ამბობს The Sun-ის ინსაიდერი.
ირინა შეიკსა და ქანიე უესთს ერთმანეთთან დიდი ხანია მეგობრული კავშირი აქვთ. მათი გზები ჯერ კიდევ 2010 წელს გადაიკვეთა, როდესაც რუსმა მოდელმა ქანიეს მუსიკალურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა.
რეპერი რამდენიმე თვის წინ კიმ კარდაშიანს სკანდალურად დაშორდა. კარდაშიანმა ღიად ისაუბრა ქანიეს ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ და იმაზე, რომ მას ბიპოლარული აშლილობა აქვს. თავის მხრივ, რეპერმა თქვა, რომ კიმსა და მის ოჯახს რეპერის სახლში გამოკეტვა სურდათ.
რაც შეეხება ირინა შეიკს, ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა მსახიობ ბრედლი კუპერს, თუმცა მასთან დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს.
წყვილს ერთი საერთო შვილი, ლეა ჰყავს, რომლის აღზრდაზეც პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ.