დახურვა
სტილი
03.05.2023

ასტროლოგების თქმით, მაისის თვის პირველი ნახევარი ემოციურად დაძაბული და დამღლელი იქნება. 5 მაისამდე დაბნელების დერეფნის გავლენა იგრძნობა და ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ნერვიულობას განიცდიან. ამავდროულად, 15 მაისამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, რაც ასევე ანელებს სხვადასხვა პროცესს.

გახსოვდეთ, რეტროგრადული მერკურის დროს რეკომენდებული არ არის:

სამუშაოს შეცვლა

მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმება

დიდი ბიზნესისა და გრძელვადიანი პროექტების წამოწყება

მსხვილი შესყიდვების განხორციელება

ახალ სახლში გადასვლა

ელექტრომოწყობილობების, მანქანის შეძენა

როგორც წესი, რეტროგრადული მერკური ადამიანების ფინანსებზე, ბიზნესგეგმებსა და პროექტებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და წარმატებას აფერხებს. ამიტომ, ჯობს, აღნიშნული საქმეები მაისის მეორე ნახევრისთვის გადადოთ.

ასევე, ჯობს, ამ თვის პირველი ნახევარი საკუთარ შეცდომებზე გადახედვას, მნიშვნელოვანი გაკვეთილის გამოტანასა და სამომავლო გეგმებზე ფიქრს დაუთმოთ. მეორე ნახევრიდან კი ენერგია და მოტივაცია ახალი საქმეების წამოწყებისა და განხორციელებისაკენ გვიბიძგებს .

2023 წლის 16 მაისიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა იწყება. პლანეტა იუპიტერი კუროს ნიშანში გადადის და ითვლება, რომ ამ კომბინაციას ადამიანებისათვის დიდი ბედნიერება და წარმატება მოაქვს.

22 მაისიდან კი მზარდი მთვარე გველოდება, რომელიც დაგვეხმარება, ჩვენი პირადი და საქმიანი მიზნების აქტიური განხორციელება დავიწყოთ. სამომავლო და წარმატებული განვითარებისთვის განკუთვნილი გრძელვადიანი ბიზნესპროექტები და ინვესტიციები წამოვიწყოთ, თავი დავაღწიოთ სირთულეებს და იმ საკითხებს, რომლებიც გვაშფოთებს.

მაისის თვეში საქმიანი მოლაპარაკებებისათვის, ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებისთვის, ახალი საქმეების წამოწყებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის შემდეგი დღეები იდეალურია:

22 მაისი;

23 მაისი;

25 მაისი;

29 მაისი;

30 მაისი;

31 მაისი.

ითვლება, რომ ამ დღეებში ადამიანებს გაცილებით ეფექტური კომუნიკაცია შეუძლიათ, აქვთ მომატებული ენერგია და მოტივაცია და ბევრად მარტივად აკეთებენ იმ საქმეებს, რაც ადრე ერთულებოდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×