დახურვა
სტილი
04.05.2023

ასტროლოგი ადამიანებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ 5 მაისს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს. „ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მთვარის დაბნელება, რომელიც ხვალ საღამოს თბილისის დროით 19:00-იდან 23:30-მდე გაგრძელდება, ყველასათვის ერთნაირად საგრძნობი არ იქნება. მათ შორის არც მორიელებისათვის, თუ ისინი უშუალოდ ამ ნიშნის შუა გრადუსებზე არ არიან დაბადებულნი. იმისათვის რომ დაბნელება „შეგეხოთ": თქვენი მზე უნდა უერთდებოდეს დაბნელების წერტილს მორიელის მე-15 გრადუსს ( ორბისი +-5 გრადუსი) რუკის მნიშვნელოვანი წერტილები-asc, ic, dsc, mc ან პლანეტები უნდა უერთდებოდნენ დაბნელების წერტილს (ორბისი+- 2 გრადუსიწერტილებისთვის, პლანეტებისთვის 5) უნდა იყოთ დაბადებული მზის ან მთვარის დაბნელების პერიოდში. ეს ეხებათ მორიელებსაც, კუროებსაც, ლომებსაც და მერწყულებსაც. და ასე შემდეგ... თუმცა ამ 4 ნიშანს განსაკუთრებით ეხება.თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან 1 მაინც აღმოგაჩნდათ, ამ დაბნელების ზეგავლენას იგრძნობთ. რაც მეტი დამთხვევა იქნება, ცხადია, მით უფრო მძაფრად.თუ ატყობთ, ხაზს ვუსვამ, სიტყვა იგრძნოთ და არა მოხდეს. ქმედება არის უფრო მზის თემა, მთვარე შეგრძნებებია.თუ მორიელი ხართ, იგრძნობთ რომ დადგა დრო პიროვნულად შეიცვალოთ. თუ კურო ხართ, მიხვდებით, რომ პარტნიორობის თემა დასარეგულირებელი გაქვთ.მერწყულებისათვის სოციალური სტატუსის, კარიერის და მიზნების თემა გახდება მგრძნობიარე. ლომებისათვის ემოციური ფონი მოიმატებს მშობლების, ოჯახის წევრების, საშინაო საქმეების, უძრავი ქონების საკითხების მოგვარების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისათვის შეფასებას არ ვწერ. იმიტომ რომ შესაძლოა არც შეეხოთ და ტყუილად აჟიტირდნენ. ამ დაბნელების ფონი ისედაც იწვევს მორიელურ ემოციურ ამოფრქვევებს, რასაც ურანის ოპოზიციაც ამძაფრებს. ცვლილებების აუცილებლობა, რაღაც არჩევანის გაკეთების შინაგანი მოთხოვნილება - უსათუოდ გვექნება ისედაც- ყ ვ ე ლ ა ს! რა თქმა უნდა, უშუალოდ დაბნელებაზე რამის გაკეთება არცაა სასურველი. არც მომდევნო 2 კვირა, ვიდრე მთვარე კლებაში იქნება. მხოლოდ დაგეგმვა და ძველი საქმეების დახურვა. რისი გაკეთებაც სჯობს, ესაა სახლის დალაგება, ნაგვის გადაყრა სახლიდანაც და ცხოვრებიდანაც. ვალების გასტუმრება, მედიტაციები, ლოცვები, სულიერი პრაქტიკები. სიმშვიდეს გისურვებთ", - წერს ხათუნა ნოელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×