დახურვა
სტილი
05.05.2023

7 მაისს ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში გადადის, სადაც 7 ივლისის ჩათვლით დარჩება. აღნიშნული პერიოდი გააძლიერებს მომხიბვლელობას და სილამაზეს. შედეგად თქვენ თავს უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველად იგრძნობთ.აღნიშნულთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„7 მაისს ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა. ის აქ 7 ივნისის ჩათვლით დარჩება.თუ თქვენი მზე ან ვენერა ამ ნიშანშია, დიდი ალბათობით ამ ტრანზიტმა შეიძლება გააძლიეროს თქვენი მომხიბვლელობა და სილამაზე. შედეგად თავს უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველად იგრძნობთ. შესაძლოა უფრო მგრძნობიარე გახდეთ სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ. მეორეს მხრივ, თუ თქვენი ვენერა დაზიანებულია, არსებობს საშიშროება უფრო მეტად დამოკიდებულები გახდეთ მათზე და მათგან წამოსულ (ან არ წამოსულ) შეფასებებზე;

ემოციური მიჯაჭვულობა მოთხოვნელებების ვერდაკმაყოფილების შემთხვევაში ზრდის კაპრიზულობას, ბუტიაობას. გახსოვდეთ, რომ ვენერა კირჩხიბში არაა მიდრეკილი თავისი გრძნობების ხმამაღლა გამოთქმისაკენ და თუ პარტნიორისაგან თანადგომა დაგაკლდათ, ნუ მოუწყობთ სცენებს ამის გამო.

დაელოდეთ ვენერას ტრანზიტს ლომში, სადაც ის დანაკლისს ერთი-ათად აგინაზღაურებთ.ხლა კი მთავარი ამოცანა ის იქნება გავალამაზოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი, შემოვიტანოთ მეტი ფერები, ჰარმონია და სიყვარული ჭერქვეშ... დავალაგოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან.დადებითი გამოცდილების მიღებას შეძლებენ მზით და ვენერათი ქალწულები, მორიელები, თევზები და კუროები. სირთულეები შესაძლოა შეხვდეთ ვერძებს, სასწორებს, თხის რქებს. დანარჩენი ნიშნებისათვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პერიოდია", - წერს ხათუნა ნოელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×