დახურვა
სტილი
06.05.2023

2023 წლის მაისი ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლისთვის დინამიკური და აქტიური თვეა.

9-დან 15 მაისამდე პერიოდი უჩვეულოდ ენერგიული იქნება, რადგან 5 მაისს მთვარის დაბნელების გავლენა დამთავრდა, ხოლო 7 მაისს ვენერა კირჩხიბის თანავარსკვლავედში შევა.

გარდა ამისა, მზარდი მთვარის პერიოდი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ბედი უკეთესობისკენ შევცვალოთ, დაგროვილი გამოცდილება წარმატებით გამოვიყენოთ და საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოვაჩინოთ.

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაისის პირველ კვირას მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ, განსაკუთრებით ფულის ხარჯვისას. 15 მაისამდე პერიოდი ხელსაყრელია ძველი სასიყვარულო და მეგობრული კავშირების აღდგენისთვის. ამ პერიოდში ახალი ურთიერთობები ხანმოკლე იქნება და უსიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

მაისში ფინანსური შემოსავალი უწყვეტი და რეგულარული იქნება. სავარაუდოდ, ძველი პროექტებიდან დამატებით შემოსავალსაც მიიღებთ.

მაისის მესამე კვირა უკიდურესად არახელსაყრელი პერიოდია ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობისთვის - თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს არ მოიტანს.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, გართულებები მოსალოდნელი არ არის. თვის პირველი ნახევარი კარგიო პერიოდია მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 18, 22, 27.

კურო

გაზაფხულის ბოლო თვე უამრავ სიახლეს და ცვლილებას გპირდებათ - მიწის სტიქიის წარმომადგენლები შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენებისა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ეს თვე საშუალებას მოგცემთ, რომ ნიჭიერი ორატორის უნარები გამოავლინოთ და ურთიერთობების წრე გააფართოოთ.

სავსე მთვარემ მორიელში შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების შეცვლა გაიძულოთ. ზოგისთვის ეს ურთიერთობის გაძლიერებას, ზოგისთვის კი ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს.

თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძველი პროექტებისა და ვალდებულებების განახლება. საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს მაისში უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე გადასვლასთან დაკავშირებული ხანგრძლივი მოლაპარაკებები ელით.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. სრულფასოვანი დასვენება, ჯანმრთელი ძილი და სუფთა ჰაერი ისაა, რაც სრული ბედნიერებისთვის გჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 4, 7, 12, 16, 20, 25, 30.

ტყუპები

მაისის თვეში ლოგიკურ აზროვნებაზე მეტად ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ. ჰოროსკოპის მიხედვით, 2023 წლის მაისი ტყუპებისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი არ იქნება, რადგან ფიზიკურმა ჯანმრთელობამ და ფსიქოემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

შეყვარებულმა ტყუპებმა შეიძლება ურთიერთობის გაღრმავებაზე იფიქრონ, თუმცა, ჰოროსკოპი გირჩევთ, 15 მაისამდე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

პროფესიულ საქმიანობაში შექმნილი არასტაბილურობის მიუხედავად, ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია.

ეცადეთ, თვის დასაწყისი საკუთარ თავს და ახლობლებს დაუთმოთ. ეს მშვენიერი დროა შვებულებისა და დასვენებისთვის, თუმცა მანამდე მიმდინარე პროექტების დასრულება უნდა შეძლოთ.

მაისში იზრდება დეპრესიული განწყობის, ქრონიკული დაღლილობის, აპათიის და უძილობის რისკი. გამორიცხული არ არის, რომ ქრონიკულმა დაავადებებმაც თავი შეგახსენოთ. გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 18, 22, 27.

კირჩხიბი

მაისში თქვენი წინსვლა შეიძლება ოდნავ შენელდეს, მაგრამ არ ინერვიულოთ! გაზაფხულის ბოლო თვე საშუალებას მოგცემთ, რომ პოზიციები გაიმყაროთ და ახალი ნახტომისთვის მოემზადოთ.

შეყვარებულთა ურთიერთობას მძიმე გამოცდა ელის. მოსალოდნელია ორმხრივი პრეტენზიები და ჩხუბი. რაც არ უნდა მოხდეს, 15 მაისამდე, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ.

მაისის ხარჯებმა შეიძლება შემოსავალს გადააჭარბოს. ძირითადი ხარჯები გართობას, მოგზაურობას, ოჯახის წევრთა საჭიროებებს და საყოფაცხოვრებო საკითხებს უკავშირდება.

მაისში კირჩხიბების იმუნიტეტი და ბიოპოტენციალი უჩვეულოდ მაღალია. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ნერვიულობის გამო პერიოდულად შაკიკმა და არტერიულმა წნევამ შეგაწუხოთ.

ხელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 19, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 17, 21, 25, 31.

ლომი

ლომებო, წინ რთული თვე გელით. სასურველი ცვლილებები არც ისე სწრაფად ხდება, როგორც ისურვებდით, თუმცა პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ - მაისი რამდენიმე კარგ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ.

მაისის პირველი ნახევარი იდეალური დროა ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევისა და შერიგებისთვის. ეცადეთ, სახლი უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადოთ.

მაისის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა და საყოფაცხოვრებო საქმეები.

მაისში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც ბედის საჩუქრებს უნდა ელოდოთ. ამ თვეში ბევრი ხარჯი და გარკვეული ვალების დაბრუნება გელით.

რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, მაისში ლოგიკურ აზროვნებაზე მეტად ინტუიციას უნდა ენდოთ.

ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეცადეთ მენიუ ახალი ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდროთ. ექიმთან შეთანხმებით შეიძლება გარკვეული სახის ვიტამინებიც მიიღოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 17, 21, 25, 31

არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 19, 23, 29.

ქალწული

მაისში სწრაფი შედეგების იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ კონკრეტული გეგმა შეადგინოთ და მის ეტაპობრივ განხორციელებას შეუდგეთ. გაზაფხულის ბოლო თვე ხელსაყრელია ახალი შთაბეჭდილებებისა და ახალი სულიერი გამოცდილების მიღებისთვის.

პრობლემურ წყვილებში შეიძლება ერთმანეთის მიმართ გაუცხოება გაიზარდოს. არ არის გამორიცხული ურთიერთობის გაწყვეტა და დაშორება. სირთულეები მეგობრულ წყვილებსაც ელით. ეცადეთ მოთმინებით აღიჭურვოთ და მალე თქვენ შორის ისევ მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს.

მარტოხელა ქალწულებს 19 მაისს, ახალი მთვარე კუროში სოციალურ ქსელებში სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ჰპირდება. ფულადი პროგნოზი არათანმიმდევრულია. მოსალოდნელია დიდი ხარჯი - ვიღაცას თქვენი უახლოესი გარემოცვიდან თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

15 მაისამდე ქალწულის ასტროლოგიური მმართველი - მერკური - რეტროგრადული იქნება. მზად იყავით საქმიან ქაღალდებთან ან მაკონტროლებელ უწყებებთან დაკავშირებული პრობლემებისთვის.

ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად კვებაში ზომიერება უნდა დაიცვათ. თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვებისა და შებოლილი ხორცის მიღებისგან და მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

ხელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 18, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 15, 21, 26, 30.

სასწორი

რთული და სტრესული თვეა. ჰაერის სტიქიის ბევრ წარმომადგენელს ოჯახურ და საყოფაცხოვრებო საქმეებში „ჩაძირვა" მოუწევს. მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ან მეუღლეებს შორის დროებითი გაუცხოება.

თუ მოგზაურობას გეგმავთ, ჯობს ეს თვის პირველ ნახევარში გააკეთოთ. ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუ უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ადგილებს მოინახულებთ.

19 მაისის ახალი მთვარე კუროში ყველა სასწორისთვის განსაკუთრებული დროა. თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ამ პერიოდში ფულის მიმართ თქვენი დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. მაისი ხელსაყრელი დროა ძველი ვალების დასაბრუნებლად.

მაისში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გადაღლას უნდა მოერიდოთ, რომ დეპრესიული მდგომარეობა და აპათია თავიდან აიცილოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 20, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18, 24, 29.

მორიელი

მორიელებო, მაისში ბევრ თქვენგანს გუნდური თამაშის სასარგებლოდ კომფორტულ ინდივიდუალიზმზე უარის თქმა მოუწევს. ჰოროსკოპის თანახმად, მაისში კარგად შეკრული გუნდის ნაწილი გახდებით, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ეს თვე მარტოხელა ქალებსა და მამაკაცებს სასიყვარულო ურთიერთობებს ჰპირდება. შესაძლოა, რომ მაისის რომანი ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის დასაწყისი გახდეს. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა.

მშობლებს ვურჩევთ შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამუდმებით აკონტროლონ და პრობლემების შემთხვევაში ექიმს მიმართონ.

მაისში დიდი ფინანსური წარმატება მოსალოდნელი არ არის, თუმცა მშობლების, მეუღლის ან საყვარელი ადამიანისგან შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ.

როგორც ახალი, ისე ძველი ბიზნესკავშირები საინტერესო შესაძლებლობებს და დამატებით შემოსავალს გპირდებათ. ყურადღებით მოისმინეთ ნებისმიერი იდეა და შეთავაზება.

თვის პირველ ნახევარში სრულფასოვანი დასვენებისა და ემოციური განტვირთვის შესაძლებლობა გექნებათ და შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 14, 18, 22, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 15, 20, 25, 30.

მშვილდოსანი

მაისში ბევრ თქვენგანს სიმტკიცისა და მოთმინების გამოვლენა მოუწევს - წინ რთული, დაძაბული და უაღრესად საპასუხისმგებლო პერიოდი გელით. გაზაფხულის ბოლო თვე ძირითადად პროფესიულ საქმიანობას და ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება.

თვის მეორე ნახევარში შეყვარებულ მშვილდოსნებს საშუალება ექნებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გააუმჯობესონ. მარტოხელა ქალებსა და მამაკაცებს კი წინ საინტერესო ნაცნობობა ელით.

მაისში ფინანსური შემოსავალი რეგულარული გახდება. ამასთან, გამორიცხული არ არის შემოსავლების ზრდა. ფინანსური კეთილდღეობის ტენდენცია მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.

მაისის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა უკვე დაწყებული პროექტების დასრულებისთვის, მიმდინარე ამოცანების კორექტირებისა და შეცდომებზე მუშაობისთვის.

მაისის ბოლო კვირა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების, იმუნიტეტის ამაღლების, პროფილაქტიკური მკურნალობისა და სპორტული აქტივობებისთვის ხელსაყრელი დროა.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 20, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 24, 28.

თხის რქა

თხის რქებო, ბევრი თქვენგანისთვის მაისი შეიძლება უჩვეულოდ ნაყოფიერი, ამასთან ძალიან ემოციური პერიოდი გახდეს, ამიტომ თვითკონტროლი არ გაწყენთ..

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. მაისის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ძველი სიყვარულის განახლების, გაწყვეტილი ნათესაური და მეგობრული კავშირების აღდგენისთვის.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია. მოსალოდნელია უამრავი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ხარჯი, რომლებიც თქვენს შემოსავალს გადააჭარბებს. ხარჯები, ძირითადად, ბავშვებს, საყოფაცხოვრებო საქმეებს და პირად ცხოვრებას უკავშირდება.

5 მაისს მორიელში სავსე მთვარე კარგი დროა სწორი სტრატეგიის არჩევისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს დანაკარგების გარეშე მიაღწიოთ.

ჯანმრთელობა წესრიგშია. მაისი მშვენიერი დროა იმისთვის, რომ სხეულის სრულყოფაზე და კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაზე იზრუნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 19, 23, 29

არახელსაყრელი დღეები: 2, 8, 12, 17, 21, 25, 31.

მერწყული

მერწყულებო, ბევრი თქვენგანისთვის 2023 წლის მაისი სახლს, ოჯახურ ცხოვრებას და საყვარელ ადამიანებს უკავშირდება. შეყვარებულებმა შეიძლება ერთობლივ ცხოვრებაზე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღონ.

ეს თვე საინტერესო ნაცნობობას და საოცარ ურთიერთობებს გპირდებათ. მთავარია, ოთხ კედელში არ დაიმალოთ.

დროა, ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და „შავი დღისთვის" ფული მოგროვება დაიწყოთ.

მაისის პირველ ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში სხვადასხვა შეფერხება და სირთულეა მოსალოდნელი. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ მოვლენები არ დააჩქაროთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მაისში მნიშვნელოვანია სხეულის მოსმენა ისწავლოთ და ზომიერების გრძნობა შეინარჩუნოთ. ეს უკანასკნელი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება.

ბევრი მერწყული შენიშნავს წონაში მომატების ტენდენციას, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. თუ გარდერობის განახლებას არ გეგმავთ, შეგიძლიათ ზომიერი დიეტა და სწორი ვარჯიშები შეარჩიოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 17, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 14, 19, 23, 28.

თევზები

თევზებო, ცხოვრებისეული ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა მათი ხარისხი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჰოროსკოპის მიხედვით, თევზების უმეტესობისთვის გაზაფხულის ბოლო თვე ინტელექტუალური და შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი იქნება, როდესაც თქვენი ენერგია მაქსიმუმს მიაღწევს.

ზოგი თევზისთვის მაისი გლობალურ ცვლილებებს უკავშირდება - შეიძლება საცხოვრებლად სხვა სახლში, ქალაქში ან ქვეყანაში გადახვიდეთ.

მშობლებს ვურჩევთ შვილებთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისად, დაუგეგმავი ხარჯებისთვის მორალურად მოემზადონ.

ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია - შემოსავალი და რიცხვები სტაბილური და რეგულარული იქნება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

თვის პირველ ნახევარში პროფესიული საქმიანობის მიმართულებით მოსალოდნელია ხარვეზები და შეფერხებები, თუმცა გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ, რადგან ამ შემთხვევაში შეცდომებს თავიდან ვერ აიცილებთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მაისში როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გადაღლას და ორპირ ქარებს უნდა ერიდოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და გამაგრილებელი სასმელები ზომიერად მიირთვით.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 21, 26, 31.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×