დახურვა
სტილი
08.05.2023

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სიკეთის მომტანია, თუმცა თითოეულ მათგანს კოსმოსი სხვადასხვა სფეროში ჰპირდება წარმატებას. მაშ ასე:

ვერძი - თქვენ ახლა შეგიძლიათ აქამდე გადადებულ საქმეებს მიუბრუნდეთ და დაასრულოთ. ამ პერიოდში კარგია შეხვედრები და მოლაპარაკებები, ასევე კარგია სარემონტო სამუშაოებისთვის და უძრავი ქონების შესაძენად. თუმცა უნდა იმოქმედოს თანმიმდევრულად და ერთდროულად ბევრი საქმე არ დაიწყოს.

კურო - თქვენ ახალა ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ. წარმატების შანსი მაღალია ყველა დონეზე, პირადი ცხოვრება გინდათ, ქორწინება თუ ბიზნესსაქმიანობა. მოსალოდნელია ავტორიტეტის ზრდა საზოგადოებაში და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილებები.

ტყუპები - ამ კვირიდან გამოცოცხლება შეგეტყობათ, თუმცა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ. არ გირჩევთ გადაღლას და სულსწრაფობას, თუმცა კარგი პერიოდი გაქვთ სიყვარულისა და ქორწინებისთვის.

კირჩხიბი - ახლა რომანტიკულ ტალღაზე დგებით, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი განახლების პერიოდია, საოცრად ინტუიციური ხდებით და გირჩევთ იაქტიუროთ, რადგან წარმატების მიღწევის შანსი გაქვთ.

ლომი - ახლა აზარტული თამაშებისა და ავანტიურისტული სფეროს მიმართ გაქვთ მიზიდულობა. ამ მიმართულებით გამოიჩინეთ სიფრთხილე და თავდაჭერილობა, სხვა მხრივ წარმატების შანსი მაღალი გაქვთ, განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობაში.

ქალწული - ახლა თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ორგანიზებული და დისციპლინებული ხართ, თუმცა იმპულსურობა ხელს შეგიშლით და ეცადეთ დაასტაბილუროთ თქვენი სურვილები.

სასწორები - ახლა მთავარი პრობლემა არის პარტნიორების მიმართ ნდობა, მაგრამ ახლა პარტნიორები ჩქარობენ და მოსალოდნელია როგორც მოგება, ისე წაგებაც მოგიტანოთ მათმა ქცევამ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მორიელი - ახლა თქვენი ენერგოტონუსი და შარმი ძალიან მაღალია, ასევე ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისთვის. თქვენ ხდებით დელიკატური და დიპლომატიური, რაც მოლაპარაკებისას წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი - ახლა კარიერული განვითარების და პროფესიული წინსვლისთვის ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, თუმცა ენერგოტონუსი ცოტა დაბალი გაქვთ და შესაძლოა, ასევე მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც ცოტას შეგარყევთ.

თხის რქა - თქვენ ახლა ხდებით ისეთი, როგორც ზოგადად თხის რქები არ არიან. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, მაგრამ მთავარია არ გადაამეტოთ და ბევრი ენერგიით არ გააფუჭოთ ის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ. ამ კვირაში შეგიძლიათ ყველაფერი, როგორც ხელმძღვანელობა, ისე პირად ურთიერთობებში წარმატებები.

მერწყული - თქვენ ახალ კოსმოსი გაძლევთ იმ სფეროში წარმატებებს რაც არ გიყვართ, მაგალითად, შეგიძლიათ სახლში შეიტანოთ ცვლილებები, შეიძინოთ ახალი ტექნიკა, კარგია საოჯახო და სანათესავო ურთიერთობების დალაგება, ამ კვირაში თქვენი ძირითადი კონცეპტი არის სახლი და ოჯახი.

თევზები - მხოლოდ კარგი მინდა გითხრათ, რადგან კარგი კვირაა. ენერგოტონუსი მაღალია, შარმი მომატებული გაქვთ, არის საოცარი პერიოდი როგორც სასიყვარულო სფეროში, ისე კარიერაში. ახლა იზრდება თქვენი ავტორიტეტი. მოსალოდნელია კოსმოსმა მოგიწყოთ გამოცდა და მოგიწიოთ სამსახურებრივი ცვლილებები, ან ქვეყნიდან წასვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×