დახურვა
სტილი
01.07.2023

2023 წლის 3 ივლისს სუპერმთვარეა. მას ირმის მთვარესაც უწოდებენ და როგორც წესი, ეს პერიოდი ადამიანებისათვის ემოციური არასტაბილურობით, სტრესითა და დაძაბულობითაა გამორჩეული. ამიტომაც, ყურადღებით უნდა ვიყოთ და გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.

როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, ამ მოვლენას სუპერმთვარეობას უწოდებენ. ეს შესაძლოა, წელიწადში 3-4-ჯერ მოხდეს და საკმაოდ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა. რაც შეეხება მეორე სახელს, ირმის მთვარეს, ეს სახელი ინდიელი ტომებიდან მოდის, რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ ზუსტად ამ პერიოდში ეზრდებათ ირმებს რქები.

რა მოხდება სუპერმთვარის დროს?

როგორც უკვე აღინიშნა, სუპერმთვარის დროს ადამიანები მოზღვავებულ ენერგიას გრძნობენ და ხშირად კონფლიქტური სიტუაციები იქმნება. იღვიძებს ამბიციები, ძველი წყენები და იმედგაცრუებები და ხშირად ზუსტად ამ პერიოდში აქვთ სურვილი, საკადრისი პასუხი გასცენ მათ, ვინც აწყენინათ და თავი ცუდად აგრძნობინა.

შესაძლოა, შინაგანი შფოთვა, ნერვიულობა, არასტაბილური ემოციები იგრძნოთ და საკუთარი განცდები ვეღარ გააკონტროლოთ. ამიტომ, დიდი შანსია, რომ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს უსაფუძვლოდაც აწყენინოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ დღეს საყვარელი საქმიანობით დაკავდეთ, გაისეირნოთ, მოუსმინოთ მშვიდ მუსიკას, მოერიდოთ ადამიანებთან კომუნიკაციას და საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე იფიქროთ.

გარდა ამისა, შესაძლოა, ამავე პერიოდში უძილობა, თავის ტკივილი იგრძნოთ, რაც თქვენი შფოთვის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

რა არ უნდა გააკეთოთ სუპერმთვარის დროს?

უმჯობესია, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ, რადგანაც შესაძლოა, არასასურველი შედეგი მიიღოთ.

თუ დიდი ხანია, პირადი ურთიერთობების გარკვევა გსურთ, შეეცადეთ, ეს სუპერმთვარის დროს არ გააკეთოთ და მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.

არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები, როგორც წესი, სუპერმთვარის დროს ემოციებთან ერთად, გარემოც არასტაბილურია და შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მიიღოთ.

არ მიიღოთ ნაჩქარევი და რადიკალური გადაწყვეტილებები.

რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია სუპერმთვარეს?

ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ საკუთარ შიშებს, კომპლექსებს ჩაუღრმავდეთ და დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს წარმატებაში. გააანალიზოთ, ვისთან უნდა დაასრულოთ საბოლოოდ ურთიერთობა და ვის უნდა მისცეთ კიდევ ერთი შანსი.

სუპერმთვარე გაძლევთ შესაძლებლობას, ერთი შეხედვით, ყველაზე რთულ მიზნებსა და ოცნებებზე კონცენტრირდეთ, ჩამოწეროთ გეგმები და მათ განხორციელებაზე იზრუნოთ.

დაისვენეთ, ემოციურად განიტვირთეთ და დაიწყეთ ცხოვრების განახლებული ეტაპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×