დახურვა
სტილი
04.07.2023

ასტროლოგები კი 2023 წლის ივლისის მთავარ ფავორიტებს ასახელებენ:

კირჩხიბი

2023 წლის ივლისი მთელი წლის განმავლობაში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება. ახლა იმაზე მეტ იღბალს, გამართლებასა და წარმატებას იგრძნობთ, ვიდრე წინა პერიოდებში. თქვენს ყველა წამოწყებას სამყარო მხარს დაუჭერს და განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ეს თვე გარდაქმნების, გადაფასების და ახალი ღირებულებების ჩამოყალიბების თვეც იქნება. მიხვდებით, ვისთან უნდა გაწყვიტოთ ურთიერთობა საბოლოოდ და ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. ასტროლოგების თქმით, თვის ბოლომდე მოულოდნელი სიურპრიზიც გელით, რაც ძალიან დიდ ბედნიერებასა და სტიმულს მოგანიჭებთ.

თხის რქა

2023 წლის ივლისის კიდევ ერთი ფავორიტი ნიშანი თხის რქა იქნება, რომელსაც ყველა მიმართულებით წარმატება და აღიარება ელის. ახლა ძალიან დიდ თავდაჯერებულობას იგრძნობთ, სრულად შეძლებთ თქვენი ლიდერული თვისებების გამოვლენას, დაწინაურდებით სოციუმსა, თუ საქმიან გარემოში. ივლისის განმავლობაში სამყაროს თქვენთვის რამდენიმე პატარ-პატარა საჩუქარი და გამართლება აქვს მომზადებული, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, რაიმე ახალი წამოიწყოთ და თქვენი ოცნებებისთვის იბრძოლოთ. ასევე, არ არის გამორიცხული, წარსულში დატოვებულმა ურთიერთობებმა ისევ შეგახსენოთ თავი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, თუმცა ეს თქვენს ცხოვრებაში გარდაუვალი ცვლილებების დასაწყისი იქნება.

მერწყული

2023 წლის ივლისი თქვენთვის განახლებისა და ცხოვრების გარდაქმნის თვე აღმოაჩნდება. სწორედ ამ თვეში მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს - ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სამსახურს, ასევე პირად ცხოვრებას. სამუდამოდ დაემშვიდობებით იმას, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ძალიან დიდ შემართებასა და მოტივაციას იგრძნობთ და ცხოვრების ახალ ფურცელს დაიწყებთ. ივლისში ბევრი წარმატებული დღე გელით, როცა თქვენი შრომა დაფასდება, აღიარებასა და დამსახურებულ საჩუქარს, ბონუსს მიიღებთ და სასიამოვნო თავგადასავალსაც შექმნით. იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომაც რადიკალური გადაწყვეტილებების ნუ შეგეშინდებათ. ახლა სიახლეებისა და გარდაქმნების დროა!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×