დახურვა
სტილი
10.07.2023

ვერძი

მოერიდეთ საიდუმლოდ მოქმედებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახური საქმეების მოგვარებას. სამომავლო გეგმების დაზუსტება, გაგიადვილებთ მიზნის მიღწევას. კოლეგასთან შესაძლოა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა განვითარდეს.

კურო

თავს ენერგიულად იგრძნობთ, მოიმატებს გონებამახვილობა, გაიზრდება თქვენი ორგანიზატორული თვისებები. მიუხედავად ამისა, სჯობს შეამციროთ გადაადგილებები და არ გარისკოთ. სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ტყუპები

არ შეეკამათოთ თანამშრომლებს, რათა არ მოგიწიოთ ნერვიულობა. ოჯახში სიტუაცია პირდაპირ იქნება დამოკიდებული შინაგან მდგომარეობაზე, ამიტომ მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ ინტუიციურად შეიგრძნოთ სარფიანი საქმეები და გააანალიზოთ ხელსაყრელი წინადადებები. ამგვარად, წარმატებულად იმოქმედებთ. შესაძლოა, დროებით იკლოს სასიყვარულო შეხვედრებმა და რომანტიკის მოთხოვნილებამ.

ლომი

უეცარი ან გაუთვალისწინებელი მოვლენები შეცვლის თქვენს მდგომარეობას. გააკონტროლეთ ხარჯები. მაღალია ტრავმების ალბათობა, ამიტომ მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილებები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, მოთოკეთ ემოციები.

ქალწული

ეს დრო ხელს უწყობს გადაადგილებებს, ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებასა და ცოდნის გაღრმავებას. მეტად უსმინეთ ინტუიციას, რათა ვერავინ შეძლოს თქვენი ცდუნება. სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზის მიღება.

სასწორი

საინტერესო შეხვედრებისა და ახალ ხალხთან დაახლოების დროა, თუმცა ხელშეკრულებების დადება და ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არ არის. დამატებით ყურადღებას მოითხოვს საყვარელ ადამიანთან გამწვავებული ურთიერთობა, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზიც გახდეს.

მორიელი

მეტად თავდაჯერებული იქნებით, რისი მეშვეობითაც ადვილად მიუახლოვდებით დასახულ მიზანს. გადაადგილებები და მოგზაურობები დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობებზე. კარგი იქნება თუ სასიყვარულო ურთიერთობებში შეიტანთ ცვლილებებს.

მშვილდოსანი

ენერგია დაიკლებს, ამიტომ თავისუფალი დრო გამოიყენეთ დასვენებისათვის. მოერიდეთ მაქინაციებსა და სარისკო ქმედებებს. ნუ ჩაერევით სხვათა საქმეში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებს და ახალი სასიყვარულო კავშირების დამყარებას.

თხის რქა

ცხოვრებისეული მოვლენები დარეგულირებას დაიწყებს. კონტაქტები და შეხვედრები მეტად საქმიან ხასიათს ატარებს. სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება გაჩნდეს კითხვები, რომლებსაც, სასურველია, დროულად გაეცეს პასუხი.

მერწყული

კარგი მიღწევები გექნებათ საქმეებში. ბინის კეთილმოწყობა დადებითად იმოქმედებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე. არახელსაყრელი დროა მოგზაურობისთვის. საყვარელ ადამიანთან კი, მოსალოდნელია დროებითი ურთიერთობის გაცივება.

თევზები

მოიმატებს ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური აქტიურობა. კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად, რადგან მასზე დიდწილად იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული წინსვლა. გაგიადვილდებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რის გამო შესაძლოა რადიკალურად შეცვალოთ სამსახური ან სასიყვარულო ურთიერთობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×