დახურვა
სტილი
11.07.2023

ნახეთ, როგორი კვირა ექნება ზოდიაქოს ნიშნებს:

11 ივლისი

ამ დღეს შესაძლოა, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითება იგრძნოთ, ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც გეგმავდით და ამის გამო შფოთვა მოგემატოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ. გახსოვდეთ, რომ წინ უამრავი შესაძლებლობა და იღბლიანი დღეა. ხანდახან დაბრკოლებები აუცილებელია, რომ ძალები აღვიდგინოთ და ვნახოთ, სწორი გზით მივდივართ, თუ უნდა შევცვალოთ რამე.

12 ივლისი

ეს დღე შეგახსენებთ, რომ დიდი ხნით პასუხისმგებლობების არიდება კარგი არჩევანი არ არის. თუკი რაიმე საქმე თაროზე შემოდეთ, შუა გზაში მიატოვეთ და არ დაასრულეთ, შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეგახსენოთ თავი. თუმცა, საკმარისი ენერგია და შემართება გექნებათ, რომ ეს დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და მნიშვნელოვანი სარგებელიც ნახოთ.

13 ივლისი

ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებით კარგად ესმის და იმ ქცევებსა თუ ქმედებებს, რასაც ისინი ახორციელებენ, აირეკლავს და უკან დააბრუნებს. იყავით კეთილგანწყობილი, გაუწოდეთ ადამიანებს დახმარების ხელი და სამყარო ამ სიკეთეს უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.

14 ივლისი

ეს დღე ახალ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ განვითარდეთ და წარმატებას მიაღწიოთ. დატოვოთ ძველი საქმე, რომელსაც აღარც ბედნიერება მოაქვს და არც ფინანსური სარგებელი და თქვენი ცხოვრების სულ ახალი თავი დაიწყოთ. აღნიშნულ დღეს კარგად დააკვირდით შეთავაზებებს, ინიციატივებს. შესაძლოა, თქვენთვის ძალიან ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი წინადადება მიიღოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×