დახურვა
სტილი
09.11.2023

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2024 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის დრაკონი იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ წელს თავისი თარიღი და ენერგია აქვს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ადამიანებისათვის ეს პერიოდი, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთება, რა მიმართულებით გექნებათ წარმატებები და სირთულეები.

იმისათვის, რომ მომდევნო წლისთვის თქვენი მთავარი რიცხვი გამოათვალოთ და გაიგოთ, რა მიმართულებით გექნებათ წარმატებები, საჭიროა, დაბადების თარიღები და მიმდინარე წლის თარიღის მონაცემები შეკრიბოთ.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 31.01.1990

ვკრებთ დაბადების დღის ციფრებს: 3 + 1 = 4

შემდეგ დაბადების თვის ციფრებს: 0 + 1 = 1

შემდეგ მიმდინარე წლის რიცხვებს: 2 + 0+ 2 + 3 = 7

მნიშვნელოვანია, რომ რიცხვები იყოს ერთნიშნა, მაგალითად, თუ მიიღებთ 11-ს, მაშინ უნდა დაამატოთ 1 + 1 და მიიღებთ 2 -ს.

მიღებული სამი ინდიკატორი უნდა შეკრიბოთ: 4 + 1 + 7 = 12 = 1 + 2 = 3

პირობითად, 2024 წლისთვის თქვენი პირადი რიცხვი 3 იქნება. კონკრეტული რიცხვებისთვის კი განმარტება შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ:

თუ აღნიშნული გამოთვლებით მიიღეთ:

1 - ეს ნიშნავს, რომ 2024 წელი თქვენთვის ენერგიის აღდგენისა და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესების წელი იქნება. მთელი წლის განმავლობაში საკუთარ ლიდერულ თვისებებს გამოავლენთ და შეგეძლებათ, თქვენი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით სცადოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის განმავლობაში რაიმე ძვირფასის, ძვირად ღირებული ნივთის, ბინის, სასურველი საგნების ყიდვას შეძლებთ. ან კიდევ შესაძლოა, წამოიწყოთ ბიზნესი, განახორციელოთ პროექტი, რომელიც დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ.

2 - შესანიშნავი პერიოდია ურთიერთობების გაუმჯობესების, ოჯახის მატების დაგეგმვისა და პირადი კეთილდღეობის მისაღწევად. წარმატება და გამართლება გელით ბიზნესში, საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება, პირად ურთიერთობებში კი არსებული უთანხმოებების აღმოფხვრას შეძლებთ და ცხოვრებას ბევრად უფრო გააზრებულად და ჰარმონიულად განაგრძობთ.

3 - 2024 წელი კრეატიულობისა და შემოქმედების გამოხატვისთვის თქვენთვის შესანიშნავი ეტაპი იქნება. იგრძნობთ, რომ კომუნიკაცია გაცილებით უკეთ შეგიძლიათ და ურთიერთობას ეფექტურად ახერხებთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ ნიჭი, რომელიც გეგონათ, რომ არ გქონდათ, ან კიდევ წლების წინ თქვით უარი. ახლა ის ბედნიერებას, პროფესიული წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითი იდეები გექნებათ და ნუ უგულებელყოფთ. არასოდესაა გვიან, ბევრი განსხვავებული რაღაც სცადოთ და საკუთარი თავი განავითაროთ.

4 - 2024 წელი თქვენთვის კიდევ უფრო მეტი შრომისმიყვარეობის, მნიშვნელოვანი საქმისთვის საძირკვლის ჩაყრის, წესრიგისა და სტაბილურობის შემოტანის წელი იქნება და ბევრი მიმართულებით მოგცემთ განვითარების შესაძლებლობას. ამ პერიოდში შეგიძლიათ, უძრავი ქონება იყიდოთ, დაგეგმოთ რემონტი, სხვა მნიშვნელოვანი საქმეები. თქვენი შრომისმოყვარეობის შედეგს დაინახავთ და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იგრძნობთ.

5 - გათავისუფლებისა და ახალი ცოდნის მიღების წელი გელით. ახლა შეგიძლიათ, საბოლოოდ თქვათ უარი ყველაფერზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და თქვენს ცხოვრებაში ზედმეტია. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში ახალი ცოდნის მიღების, ინტელექტუალური განვითარების კარგი შანსი გექნებათ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. თუ დიდი ხანია, პროფესიისა და სამუშაო სფეროს შეცვლას გეგმავთ, ეს ამ წელს გააკეთეთ. შედეგი გაცილებით უკეთესი და ხელსაყრელი იქნება.

6 - ახალი კონტაქტების, ურთიერთობების დამყარების, ქორწინების, შვილების გაჩენის წელია. ამ თვალსაზრისით, წლის განმავლობაში არაერთი სიახლე გელით. შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, საბოლოოდ გადაწყვიტოთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, ან ოჯახში მატება დაგეგმოთ. 2024 წელი ბევრი ადამიანისათვის გადაფასების წელი იქნება და შესაძლოა, გარკვეულ ურთიერთობებს ისე აღარ შეხედოთ, როგორც აქამდე.

7 - 2024 წელი ბევრ მოგზაურობას, აქტიურობას, საკუთარი ბიზნესის გახსნას და ისეთი ნივთების შეძენას გპირდებათ, რომლებზეც სულ ოცნებობდით, მაგრამ ფინანსები და დრო არ გყოფნიდათ. ასტროლოგების თქმით, იგრძნობთ სულიერ პროგრესს და გარკვეულ ღირებულებებს გადააფასებთ. მიხვდებით, რომ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში მოძველებული და არასაჭიროა და განახლების მიმართულებით დაფიქრდებით. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას, განმარტოვდით, ჩაუღრმავდით თქვენს ფიქრებსა და ემოციებს. ეს დაგეხმარებათ, რომ გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

8 - 2024 წელს ცხოვრების ყველა სფეროში დაგროვილ გამოცდილებას, შრომისა და ძალისხმევის შედეგს საბოლოოდ მოიმკით. ყურადღება საკუთარ მიზნებზე გაამახვილეთ. ამ წელს მატერიალური და სულიერი ბალანსი გელით, თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ კარმა განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს. ამიტომაც, თითოეულ გადაწყვეტილებას შესაძლოა, შესაბამისი შედეგი ჰქონდეს - კარგიც და ცუდიც. გარდა ამისა, ციფრი 8 ფულისა და ბიზნესის სიმბოლოა. ამიტომაც, მომდევნო წელს დიდი შანსია, კარგი ფინანსური სარგებელი და დაწინაურება მიიღოთ.

9 - 2024 წელი თქვენთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ წლად ითვლება, როცა გადაწყვეტთ, რომ ძველი არასაჭირო ურთიერთობებისაგან, ადამიანებისა და საქმისაგან გათავისუფლდეთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ. შეგიძლიათ, საბოლოოდ დაასრულოთ ყველა პროექტი, ინიციატივა, რომელიც შუა გზაზე გააჩერეთ, გადაიხადოთ სესხი, გაარკვიოთ გარკვეული ურთიერთობები და წარმატებას მიაღწიოთ.

გახსოვდეთ, რომ პირადი რიცხვის გამოთვლა კონკრეტული წლისთვის დაშინება და შეუცვლელი მოცემულობა არ არის. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი განსხვავებულად დაგეგმოთ და სხვა შედეგი მიიღოთ.

წყარო: მშობლები. გე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×