დახურვა
სტილი
28.11.2023

დეკემბერი ბევრ ადამიანს ცვლილებებისთვის ამზადებს, წინ ხომ ყველაზე ჯადოსნური დღეები და საახალწლო განწყობაა. თუმცა, ასტროლოგები ზოდიაქოს 4 ნიშანს ასახელებენ, რომლებსაც 2023 წლის ბოლო თვეში განსაკუთრებით გაუმართლებთ და ოცნებების ასრულებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ:

ლომი

ლომები დეკემბერში რომანტიკითა და ბედნიერებით დატკბებიან და წარსულის პრობლემებისაგან გათავისუფლდებიან. მიხვდებით, რომ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და სიმშვიდეს იგრძნობთ. აღმოაჩენთ იმასაც, რომ რაღაცებზე უსაფუძვლოდ ნერვიულობდით. წარმატებული პერიოდი გელით როგორც კარიერული, ასევე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ახლა ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რომ საოცნებო პროექტი წამოიწყოთ, დაწინაურდეთ, ადამიანებთან ურთიერთობები დაალაგოთ და საკუთარ თავზე კონცენტრირდეთ.

მორიელი

პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, სიახლეები ელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ბედნიერ დღეებსა და თავგადასავალს გაჩუქებთ. საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტ მოკავშირეს იპოვით, რომლებიც თქვენს იდეებსა და მოსაზრებებს გაიზიარებენ და კარიერული წინსვლისა და წარმატების შესაძლებლობა გექნებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბრის თვის განმავლობაში იღბალი თქვენ მხარეს იქნება და ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

2023 წლის დეკემბერი ბევრ ახალ შესაძლებლობას, გამართლებასა და წარმატებას გპირდებათ. შესაძლოა, ბევრი რამ, რაზედაც ოცნებასაც ვერ ბედავდით, ახლა რეალობად იქცეს, თავი ბედნიერად გაგრძნობინოთ და მოტივაციაც გაგეზარდოთ. მთავარია, სიახლეებისა და ცვლილებების არ შეგეშინდეთ. კარიერული წინსვლა ფინანსურ დაწინაურებასაც განაპირობებს. გარდა ამისა, საკუთარ თავს უფრო უკეთ გაუგებთ და აღმოაჩენთ, რას უნდა დაემშვიდობოთ საბოლოოდ და რა გიშლით ხელს ბედნიერებაში. დეკემბერი თქვენთვის ახალი შესაძლებლობებისა და ტრანსფორმაციის თვე იქნება.

თევზები

ის ფაქტი, რომ პლანეტა ვენერა მორიელის, ხოლო მერკური თხის რქის ნიშანშია, თევზებს ჰარმონიასა და ბედნიერებას ჰპირდება. შესაძლოა, ბოლო პერიოდში ემოციური არასტაბილურობა და შფოთვა გაწუხებდათ. დეკემბერი პიროვნულ სირთულეებთან გამკლავების, თავდაჯერებულობის გაზრდის თვეა. სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, სტაბილურობას იგრძნობთ და საბოლოოდ გაარკვევთ იმას, რაც გაწუხებთ. პროფესიული კუთხით კი, თქვენი შრომის დაფასება, აღიარება და წახალისება გელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×