დახურვა
სტილი
20.01.2024

პირველად, მე-18 საუკუნის შემდეგ, მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშნის პირველ გრადუსში ერთიანდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი იწყება. ამის შესახებ ასტროლოგები წერენ.

მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში 2024 წლის 22 იანვარს შეერთდებიან. ბოლოს მსგავსი ასტროლოგიური მოვლენა მე-18 საუკუნის ბოლოს მოხდა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია თითოეულ ადამიანს დიდ სურვილს მოუტანს, რომ საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესოს არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის დღე, როცა შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ის, რაც უკვე არსებობს, მოძველებულია და რაღაც ახალი უნდა შექმნათ. მაგალითად, თუკი წლებია რაიმეს გაკეთება გინდათ, ზუსტად ამ დღეს შეგიძლიათ, პირველი ნაბიჯები გადადგათ. თუ უკვე დიდი ხანია, ბინის გაყიდვაზე, სტილის შეცვლაზე, საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე ოცნებობთ, მზისა და პლანეტა პლუტონის გაერთიანება დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×