დახურვა
სტილი
25.01.2024

2024 წელს გვე­ლო­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლა­ნე­ტა­რუ­ლი ტრან­ზი­ტი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად შეც­ვლის სამ­ყა­როს. ზო­გი­ერ­თი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გაქ­რე­ბა, მაგ­რამ სხვე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა. იხ­სნე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან ძვე­ლი წყო­ბით ცხოვ­რე­ბას, ცვლი­ლე­ბე­ბი ელით, სამ­ყა­რო ყვე­ლას აი­ძუ­ლებს, რომ შე­იც­ვა­ლონ.

21 იან­ვარს პლუ­ტო­ნი მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში 20 წლით გა­და­ვი­და, რაც შეც­ვლის მსოფ­ლიო წეს­რიგს და ტენ­დენ­ცი­ებს ყვე­ლა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. პლუ­ტო­ნი ყვე­ლა­ზე ნელი პლა­ნე­ტაა; ის ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 18-20 წელს ატა­რებს. პლუ­ტო­ნის ტრან­ზი­ტი გავ­ლე­ნას ახ­დენს კა­ცობ­რი­ო­ბის გლო­ბა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა სო­ცი­ა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტი და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი. ორ სექ­ტემ­ბერს პლუ­ტო­ნი რეტ­რო ფა­ზა­ში ბრუნ­დე­ბა თხის რქის ნი­შანს 2024 წლის 20 ნო­ემ­ბრამ­დე. ამ დრო­ის­თვის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა შემ­ზღუდ­ველ პი­რო­ბებ­ში. ის, რაც მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში არ მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ. 2024 წლის შე­მოდ­გო­მა არ არის შე­სა­ფე­რი­სი ახა­ლი წა­მო­წყე­ბის­თვის, ეს ის დროა, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოც­და და ახა­ლი 20-წლი­ა­ნი ციკ­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 20 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, პლუ­ტო­ნის მერ­წყულ­ში 20 წლით გა­დას­ვლით. 20 ნო­ემ­ბერს პლუ­ტო­ნი შე­დის მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში 2044 წლამ­დე, რო­მე­ლიც წყვეტს მსოფ­ლი­ოს ბედს და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ამ ნი­შან­ში პლა­ნე­ტას და­ცე­მის სტა­ტუ­სი აქვს. ბერ­ძნუ­ლი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, პლუ­ტო­ნი (ჰა­დე­სი) არის უზე­ნა­ე­სი ღმერ­თის ზევ­სი­სა და ზღვე­ბის მბრძა­ნებ­ლის, პო­სე­ი­დო­ნის ძმა.

სა­გა­ზა­ფხუ­ლო დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფა­ნი და­ი­წყე­ბა 2024 წლის 25 მარტს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით სას­წორ­ში და გაგ­რძელ­დე­ბა 8 აპ­რი­ლამ­დე ვერ­ძში ახალმთვა­რე­ო­ბით.

20 მარტს გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­ზე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­ის, სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის თემა. ამა­ვე დღეს, 11:07-ზე მზე გა­და­ვა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში და და­ი­წყე­ბა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ახა­ლი წელი.

დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლას­თვის თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უფრო ად­ვი­ლად და სწრა­ფად მი­ი­ღე­ბა, მო­გი­წევთ იმოქ­მე­დოთ მიმ­დი­ნა­რე რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ეს ეხე­ბა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს და ყვე­ლა დო­ნეს.

21 აპ­რილს პლა­ნე­ტე­ბი იუ­პი­ტე­რი (დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა) და ურა­ნი (მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი) შეხ­ვდე­ბი­ან კუ­რო­ში, სე­ლე­ნას (თეთ­რი მთვა­რე) კარ­მუ­ლი წერ­ტი­ლის მახ­ლობ­ლად. ბევრ ადა­მი­ანს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­აკ­ვირ­ვებს ის, რაც მათ ირ­გვლივ მოხ­დე­ბა. კუ­რო­ში იუ­პი­ტე­რი­სა და ურა­ნის შე­ერ­თე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის რწმე­ნა, ფარ­თოვ­დე­ბა მათი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და ჩნდე­ბა ახა­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი. იმის­თვის, რომ 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე არ დავ­კარ­გოთ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სტა­ტუ­სი და რე­სურ­სე­ბი, სა­ჭი­როა თვა­ლი მი­ვა­დევ­ნოთ ცვლი­ლე­ბებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ფეხი ავუ­წყოთ სი­ახ­ლე­ებს, არ ვი­ყოთ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი ძველ­სა და დრო­მოჭ­მულ­ზე.

26 მა­ისს იუ­პი­ტე­რი კუ­რო­დან ტყუ­პის ნი­შან­ში გა­და­ვა ერთი წლით. ეს ტრან­ზი­ტი ხელ­საყ­რე­ლია, თუ თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, სწავ­ლი­სა და ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­კენ ის­წრაფ­ვით. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­დე­ბა სახ­ლში შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან. სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მომთქმე­ლი ახა­ლი ლი­დე­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ჩერ­დეთ, შე­აგ­რო­ვოთ თქვე­ნი აზ­რე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, გა­მო­ი­ტა­ნოთ დას­კვნე­ბი და შემ­დეგ და­ი­წყოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რად აშე­ნე­ბა.

21 ივ­ნისს 00:51 სა­ათ­ზე მზე შე­მო­დის კირჩხი­ბის ნი­შან­ში. ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ზა­ფხუ­ლი იწყე­ბა ზა­ფხუ­ლის მზე­ბუ­დო­ბა. 21 ივ­ნი­სი არის წლის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი დღე და ყვე­ლა­ზე მოკ­ლე ღამე.

29 ივ­ნისს უარ­ყო­ფი­თი კარ­მუ­ლი წერ­ტი­ლი შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) გა­და­დის სას­წორ­ში. ქალ­წუ­ლის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა­ვენ. ხოლო სას­წო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­მის გაკ­ვე­თი­ლებს გა­ივ­ლი­ან. ასე­ვე, ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დია მათ­თვის, ვი­საც ამ ნი­შან­ში ჰყავს მთვა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი და პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი (მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა და მარ­სი).

18 სექ­ტემ­ბერს მთვა­რის პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა თევ­ზებ­ში. დაბ­ნე­ლე­ბა­თა შე­მოდ­გო­მის დე­რე­ფა­ნი სას­წო­რის ნი­შან­ში 2 ოქ­ტომ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის დროა, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას.

22 სექ­ტემ­ბერს შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბა დად­გე­ბა დაბ­ნე­ლე­ბის სე­ზონ­ზე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­ტა­ლუ­რი მო­მენ­ტე­ბი რო­გორც სამ­ყა­რო­ში, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორც იცით, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი გვიჩ­ვე­ნებს მოვ­ლე­ნე­ბის ფონს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რუ­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

2024 წლის 7 დე­კემ­ბრი­დან 2025 წლის 24 თე­ბერ­ვლამ­დე მარ­სი ლო­მი­სა და კირჩხი­ბის ნიშ­ნებ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა. ეს პლა­ნე­ტა ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა უკან­მა­ვა­ლი. პლა­ნე­ტის ენერ­გია სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და ხელს შე­უ­წყობს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბას.

21 დე­კემ­ბერს ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა გვე­ლო­დე­ბა 13:20 სა­ათ­ზე. ამა­ვე დღეს მზე თხის რქა­ში გა­და­ვა. მოხ­დე­ბა, "ახა­ლი მზის და­ბა­დე­ბა" - სი­ნათ­ლის გა­მარ­ჯვე­ბა სიბ­ნე­ლე­ზე.

და­ბო­ლოს, დას­კვნის სა­ხით გე­ტყვით, რომ 2024 წელი პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, ბევ­რი რამ უფრო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, ახა­ლი წეს­რი­გი დამ­ყარ­დე­ბა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მოგ­ვე­ცე­მა.

წყარო: „ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×