დახურვა
სტილი
19.05.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტიანობასა და გვერდით მოვლენებზე საუბრობს.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ პრეპარატებს, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენა და ჩატარებული კვლევების მიხედვით, ისინი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაქსიმალურად იცავენ ადამიანებს გართულებებისა და სიკვდილისაგან.

მისივე თქმით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, არც ალკოჰოლის მიღება , არც ავტომობილის მართვა და არც ბანაობა პრობლემა არ არის.

„ეს ვაქცინები არის ძველი, ტრადიციული მეთოდით დამზადებული, შესაბამისად, გვერდითი მოვლენები მინიმალურადაა მოსალოდნელი. მას აქვს ისეთივე ინსტრუქცია, როგორც სხვა ყველა ვაქცინას, სჭირდება სპეციალური შენახვა, ხოლო გაკეთებს შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ აცრას. კიდევ ერთხელ ვამბობ აცრის წინ რაიმე სახის სპეციალური კვლევების ჩატარება არ არის საჭირო, აგრეთვე ხშირად დასმული კითხვებია - შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება, ავტომობილის მართვა ან ბანაობა? - რა თქმა უნდა შეიძლება. ბუნებრივია დიდი რაოდენობით ალკოჰოლი არ არის მიზანშეწონილი, აგრეთვე ბანაობას ხელს აცრა არ უშლის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×