დახურვა
სტილი
28.10.2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და ყველას აცრისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით კი, მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

"გამგები გაიგებს… კოვიდის გარდა არის უამრავი სხვა დაავადება და ეს დაავადებები არსად წასულან.

ამერიკაში 6 თვის კვლევის შედეგებით (14/12/2020-31/07/2021) მკაფიოდ ჩანს, რომ ფაიზერით და მოდერნათი აცრილი ადამიანები უფრო დაცულები არიან და მათში სიკვდილიანობა უფრო დაბალია, ვიდრე აუცრელებში. განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

ფაქტები ჯიუტია❗️

მეცნიერება ჯიუტია❗️

სიმართლე ჯიუტია❗️

საქართველოში გვაქვს ფაიზერი (მოდერნას ჩამოტანაზე თავი არ აიტკიეს)❗️

საქართველოში აიცერით მხოლოდ ფაიზერით (თუ სხვა ქვეყანაში ხართ, მოდერნაც კარგია)❗️

ყველანი აიცერით ფაიზერით (საზღვარგარეთ მოდერნაც კარგია), განსაკუთრებით, ვინც ხართ:

ალერგიულები,

ვინც უჩივის წნევას,

გულის პრობლემების მქონე ადამიანები,

დიაბეტიანები,

მსუქნები (ჭარბწონიანები),

მწეველები და ფილტვების პრობლემიანები,

ფეხმძიმეები,

ჰეპატიტებით დაავადებული ხალხი,

ყველა, ვისაც გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება,

კოვიდგადატანილები (გადატანიდან 30 დღის შემდეგ),

უშველეთ საკუთარ თავს და დროზე აიცერით❗️

გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე❗️

დაიცავით დისტანცია❗️" - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×