დახურვა
სტილი
28.10.2021

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის ვახტანგ გადელიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ვაქცინაციის მაჩვენებელი კატასტროფულად დაბალია. 

მისი თქმით, აღნიშნულ პოპულაციას საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილება აქვს და როგორც გადელია ამბობს, მაშინ ვაქცინაციის პროცესისადმი დამყოლობა მაღალი იყო, რადგან ვაქცინაცია ნებაყოფლობითი არ იყო. მისი თქმით, ახლა, როცა ვაქცინაცია სავალდებულო არა რის, აღნიშნულ ჯგუფს საკმარისი პასუხისმგებლობა არ აღმოაჩნდა.

"60 წელს გადაცილებულებს შორის ვაქცინაციის სტატისტიკა არის კატასტროფული. ეს ძალიან მადარდებს და მაოცებს. ის ხალხი, ასაკში მყოფი ადამიანები, რომელთაც სხვა აცრების გამოცდილებაც აქვთ საბჭოთა კავშირში ცხოვრებისას, როგორც ჩანს მაინცდამაინც დაძალებას მიყვებოდა. ახლა კი, როდესაც პასუხისმგებლობა უკვე მოქალაქეზეა, აღმოჩნდა, რომ ეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა მათ არ აღმოაჩნდათ,"- აცხადებს დავით გადელია. 

როგორც დავით გადელია განმარტავს, კარგია, რომ ახალგაზრდები იცრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გარშემომყოფებს, მათ შორის ხანშიშესულ ოჯახის წევრებს ნაკლებად დააინფიცირებენ, თუმცა მისივე თქმით, რისკჯგუფს არა ეს ახალგაზრდები, არამედ სწორედ 60 წელს გადაცილებული ადამიანები წარმოადგენენ და ისინი აუცილებლად უნდა იკეთებდნენ ვაქცინას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×