დახურვა
სტილი
30.10.2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ასახულია რუსეთში არსებული მძიმე ეპიდვითარება. ქვეყანაში დღითი დღე ვირუსს მეტი და მეტი ადამიანი ეწირება.

ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანები არ იცავენ მსოფლიოში დადგენილ წესებს, რითაც ვირუსის გავრცელებას შეზღუდავენ. როგორც ფხაკაძე ამბობს, საქართველოში მსგავსი სცენარი განვითარდება, თუ შესაბამისს ზომებს არ მივიღებთ.

„ეს იქნება საქართველოში 2-3 კვირაში. გეყოთ პოლიტიკა, მიხედეთ საქმეს. ხვალიდან: გადავიდეთ „ფაიზერის" ვაქცინაზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, კოვიდ საშვი მხოლოდ „ფაიზერით" აცრილებისთვის, მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი. თავს ნუ ვიტყუებთ, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოკდაუნისკენ", - წერს გიორგი ფხაკაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×