19 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში, ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე ფილმის "ფორსაჟი 9" პრემიერა გაიმართება. "კავეას" კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ფილმის ნახვა დიდ ეკრანებზე საღამოს სეანსებზეც იქნება შესაძლებელი. "კომენდანტის საათის“ გადაწევის გამო, კინოთეატრებს საღამოს სეანსების დამატების შესაძლებლობა მიეცა.
ბილეთების გაყიდვა კინოთეატრებში უკვე დაიწყო.