დახურვა
სტილი
29.11.2021

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი, ექიმი, რომელმაც 

ომიკრონის შტამი აღმოაჩინა აცხადებს, რომ მას COVID-19-ისთვის არადამახასიათებელი სიმპტომები აქვს.

კერძოდ, ახალი შტამით ინფიცირებულ პირებში ექიმმა შენიშნა, რომ ხშირი იყო გამორჩეული დაღლილობა, მოქანცულობა და სრული მოშლილობა. თუმცა, ექიმი კუნძე აცხადებს, რომ სრულიად განსხვავებულია სიმპტომები პატარა ინფიცირებულებში. კერძოდ, საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე ექიმმა შენიშნა, რომ მის 6 წლის ნათესავს კორონავირუსი უფრო რთული ფორმით გადაჰქონდა, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებს. უფრო ზუსტად კი, პატარა 6 წლის პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და აჩქარებული გულისცემა. ამ ეტაპზე, „ომიკრონის“ შტამის ძირითად სიმპტომებად სახელდება მაღალი ტემპერატურა და დაღლის ძლიერი შეგრძნება, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის გარეშე. რის ჯგუფებს კი უფრო მეტად ახალგაზრდები და ბავშვები განეკუთვნებიან. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა „ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები. ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „ომიკრონი“ დაარქვა, რაც ბერძნული ანბანის მე-15 ასოა მასალა მომზადებულია გამოცემა „report.ge-ს“ მიხედვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×