დახურვა
სტილი
08.12.2021

ამერიკელი მეცნიერი ჰუმან ჰემატი აცხადებს, რომ ახალმა "ომიკრონ" შტამმა, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის დასასრული დააჩქაროს. ამის შესახებ მან Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ამის მიუხედავად მისი სიმპტომები შედარებით მსუბუქია, რაც საშუალებას იძლევა, რომ საზოგადოების იმუნიტეტი სიკვდილიანობის ზრდის გარეშე გაიზარდოს. 

"ჯერჯერობით, სამხრეთ აფრიკიდან მხოლოდ რამდენიმე ცნობა გვაქვს მიღებული. თუმცა, თეორიულად, თუ ვირუსის ეს ვარიანტი სერიოზულ სიმპტომებს არ იწვევს და ამავდროულად ბევრად უფრო გადამდებია, მაშინ მივიღებთ სცენარს, რომლის დროსაც მოსახლეობის დიდი პროცენტი მსუბუქი სიმპტომებით ან სულაც უსიმპტომოდ დაავადდება და ამით მათ ანტისხეულები განუვითარდებათ, რომლებიც კიდევ უფრო მომაკვდინებელი ვარიანტებისგან დაგვიცავს", - აცხადებს მეცნიერი. 

მას მიაჩნია, რომ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია, თუმცა ინფორმაციის საფუძველზე, ხელსაყრელი პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს. მისი თქმით, მსოფლიოს მაცხოვრებლების უმეტესობა შეძლებს უპრობლემოდ გადალახოს COVID-19 და გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომლებიც  ახალი მუტაციებისგან დაიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×