დახურვა
სტილი
10.12.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, სავარაუდოდ, "ომიკრონი" უკვე საქართველოშიც არის.

"ომიკრონი" სავარაუდოდ, საქართველოშიც არის. ის პრაქტიკულად, მთელ ევროპაშია და საქართველო ევროპის ნაწილია.

"ომიკრონი" აზიაშიც არის გავრცელებული, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონის" შემთხვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×