დახურვა
სტილი
11.12.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

"ეს დამოკიდებულია საბჭოს დღის წესრიგზე. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება სწრაფი ტესტების გაკეთებას, გახდება თუ არა ის ფასიანი გარკვეული ჯგუფებისთვის, წარდგენილია ჩვენი წინადადებები სამინისტროში. არსებობს მთავრობის 975-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს „პისიარ" და სწრაფი ტესტების ვალდებულებას სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ და ეს ჩვენი წინადადებების ახალი პაკეტი წარდგენილია, თუ ამ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რომელ ჯგუფებში უნდა დარჩეს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე და ვისთვის საკუთარი ხარჯით, თუ ისინი აცრილი არ არიან. იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, მათთვის ფასიანი არ გახდება სწრაფი ტესტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×