დახურვა
სტილი
11.12.2021

ჯანდაცვის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონა ვირუსის ახალი შტამის "ომიკორნის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა თავისი ე.წ ტექნიკური ანგარიში (Technical briefing) რომელიც აღწერს ქვეყანაში არსებულო კოვიდ პანდემიის ყოველკვირეულ სურათს. ცხადია დღევანდელი ანგარიში დაეთმო სიტუაციას ომიკრონის შტამთან დაკავშირებით.

საქართველოს კი არ აინტერესებს კოვიდი, მაგრამ მათ ვისაც სჯერა რომ კოვიდი არსებობს და რომ საშიშია, საინტერესო იქნება ეს ინფორმაცია: პირველმა კვირებმა აჩვენეს რომ რეინფიცირების მაჩვენებელი საერთო მაჩვენებლებში გაზრდილია 7% (დელტას დროს იყო 0.4%). ასევე გაზრდილია სიხშირე გადამდებლობისა ოჯახებში (ნუ ახლო კონტაქტები) 3.2 ჯერ მეტი შემთხვევა დელტასტან შედარებით. შემთხვევების რაოდენობის ძალიან სწრაფი ზრდა R კოეფიცეინტი 4 ს ფარგლებში.

მოკლედ ვრცელდება სწრაფად, და რეინფიცირებაც გაზრდილია. აქვე დაადგინეს რომ ბუსტერ დოზები კარგად მუშაობს და ასრტა ზენეკას შემთხვევაშიც, უმჯობესია პფაიზერით ბუსტერი.

და კიდევ ანტივაქსერული საქართველოს საყურადღებოდ! გაერთიანებულ სამეფოში შემთხვევების უმეტესობა სუსტი ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინაროებს (ომიკრონის დროს). მაგრამ ეს არის იმის დამსახურება რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია და რომ აცრა იცვას ადამიანს შემთხვევების დამძიმებისგან!!! შესაბამისად ვაქცინას აქვს დიდი მნიშვნელობა!!! ხოლო თუკი ანტივაქსერები ვერ ხვდებიან რა განსხვავებაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის....

პრაქტიკულადა აუცრელი საქართველო ძალიან პრობლემურად ხვდება ომიკრონს და ნურავინ იფიქრებს რომ სიტუაცია შეიძლება ისევე მსუბუქი შემთხვევები შეიძლება წარიმართოს როგორც ეს აცრილ ქვეყნებში...აქვე დავძენ რომ მიუხედავად იმისა რომ შემთხვევები მსუბუქია მათი რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა მაინც დიდი პრობლემაა ქვეყნებისათვის და მათი ჯანდაცვის სისტემებისათვის...ამიტომ ალბათ ცენტრ "ემპათიის" და ასევე ანტივაქსერების დღის წესრიგით ცხოვრებას სჯობს კოვიდ პანდემიას სერიოზულად იქნეს აღქმული."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×