დახურვა
სტილი
13.12.2021

„ნიუ-ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ფერაძე “ომიკრონის” შტამთან დაკავშირებით ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ახალი შტამი უკვე საქართველოშიც იყოს.

“თანამედროვე მსოფლიოში როცა ვიცით, რომ ამ ვირუსის ნაირსახეობა ე.წ. ომიკრონი არის ევროკავშირში, ინგლისში, ამერიკაში და ისრაელში და ამ ქვეყნებთან ხშირი მიგრაციული პოლიტიკა გვაქვს, წარმოუდგენელია ჩვენთან ერთეული შემთხვევები მაინც არ იყოს”,- აცხადებს ფერაძე.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალ შტამებთან ბრძოლის ერთდაერთი გზა იმუნიზაციაა.

„ეპიდემიოლოგების ვარაუდითაც, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, ეს შტამი მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს „დელტა“ შტამს. ზუსტად ვიცით ერთი რამ, რომ აცრა, მათ შორის „ფაიზერი“ შველის, „ბუსტერი“ „ფაიზერის“ შველის და დღესდღეობით, საშუალება, რომ მეხუთე ტალღა არ მივიღოთ, არის მასობრივი აცრა“, – აღნიშნა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×