დახურვა
სტილი
14.12.2021

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო აბების ეფექტურობის შესახებ წერს:

"ცოტა პოზიტიური ინფორმაციაც, "ომიკრონის" უსწრაფესი გავრცელების ფონზე.

Paxlovid-მა, Pfizer-ის მიერ შემუშავებულმა Covid-19-ის სამკურნალო აბმა, შეინარჩუნა თავისი 89% ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად 2246 მაღალი რისკის მქონე პაციენტის კვლევის სრულად დამთავრების შემდეგ, განაცხადა კომპანიამ სამშაბათს.

ნოემბრის დასაწყისში Pfizer-მა გამოაქვეყნა კვლევის პირველი შუალედური შედეგები, რომელიც 1219 პაციენტს მოიცავდა.

პერორალური მედიკამენტები განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან მათი მიწოდება შეიძლება ბევრად უფრო ადვილი იყოს ინფიცირებულ ადამიანებზე, ვიდრე არსებული წამლები, როგორიცაა მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც უნდა იყოს შეყვანილი ინტრავენურად ან ინექციით.

მაღალი რისკის მქონე პაციენტების კვლევაში, სახელწოდებით EPIC-HR, 697 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს Paxlovid-ის ხუთდღიანი კურსი, ჰოსპიტალიზირებული იყო ან გარდაიცვალა 5 ადამიანი, მაშინ როცა პლაებოს შემთხვევაში ეს ციფრები იყო 682-დან 44-.

პაქსლოვიდის ჯგუფში სიკვდილი არ დაფიქსირებულა და პლაცებოს ჯგუფში გარდაიცვალა 9 ადამიანი.

გვერდითი მოვლენები მსგავსი სიხშირით განვითარდა პლაცებოსა და პაქსლოვიდის ჯგუფებს შორის და პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პაქსლოვიდს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰქონოდათ სერიოზული პრობლემა ან შეწყვიტონ პრეპარატის მიღება აღქმული გვერდითი ეფექტის გამო.

კვლევაში მონაწილე პაციენტები ითვლებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფად, რადგან ისინი არ იყვნენ ვაქცინირებული და ჰქონდათ მინიმუმ ერთი დამახასიათებელი ან ძირითადი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ზრდიდა მათ Covid-19-ის რისკს. ეს შეიძლება მოიცავდეს 65 წელს გადაცილებულს, ჭარბ წონას ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

დაბალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების კვლევამ, სახელწოდებით EPIC-SR, აჩვენა, რომ 333 პაციენტიდან მხოლოდ 2 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პაქსლოვიდის ხუთდღიან კურსს, ჰოსპიტალიზირებული იყო, მაშინ როცა პლაცებოს შემთხვევაში ეს იყო 8 ადამიანი 329-დან. გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო პრეპარატსა და პლაცებოს შორის.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, პოზიტიური ნიშანია ის რომ ეფექტურობა მსგავსი იყო, მკურნალობა ჩატარდებოდა სიმპტომების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში თუ ხუთ დღეში.

ეს ნიშნავს, რომ ექიმებს აქვთ უფრო დიდი ფანჯარა დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის დასაწყებადპაქსლოვიდი, ავტორიზაციის შემთხვევაში, მიეცემა ორი აბი, პლუს ერთი რიტონავირი, მეორე ანტივირუსული პრეპარატი, დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში.

რიტონავირს შეუძლია ურთიერთქმედება ბევრ სხვა მედიკამენტთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გამოყენების ლოგისტიკური დაბრკოლებები. კვლევაში არ მოანილეობდნენ ორსული და მეძუძური ქალბატონები", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×