დახურვა
სტილი
15.12.2021

ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ გავრცელების ძალიან მაღალი სისწრაფით ხასიათდება, თუმცა ამ ეტაპზე არსებული გამოცდილებით, ახალი შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის ახალი შტამი უკვე მსოფლიოს 77 ქვეყანაშია აღმოჩენილი.

„შემთხვევების ჯამური რაოდენობა 8 100-ია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. შესაძლებელია „ომიკრონი“ საქართველოში უკვე იყოს და ჩვენ მის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებდეთ. ის რომ ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ იგი სწრაფად გახდება დომინანტი. ერთი რაც ჯერჯერობით დამაიმედებელია, არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევათა უმრავლესობა არის მძიმე. ფაქტია, რომ 8 ათასი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილ მიუთითებს, რომ არ უნდა იყოს უფრო მეტად სახიფათო, ვიდრე კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×