დახურვა
სტილი
16.12.2021

"სინოვაკის" ვაქცინას პირველი “ლურსმანი” უკვე დააჭედა ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც დაადგინა, რომ "სინოვაკი", სავარაუდოდ, არაეფექტური ვაქცინაა კოვიდის ომიკორნის ვარიანტის წინააღმდეგ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს. 

"კოვიდის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ კიდევ უფრო გაამძაფრა "სინოვაკის" ვაქცინის ეფექტურობაზე დისკუსია აკადემიურ წრეებში.

ფხაკაძე იყო და არის საქართველოში "სინოვაკის" შემოტანის სასტიკიკი წინააღმდეგი პირველივე დღიდან. ეს ყველასთვის ცნობილია.

დღესდღეობით 2.3 მილიარდი ადამიანი არის აცრილი ამ ვაქცინით. მაგრამ:

ყველაზე გაუმჭირვალე ვაქცინაა მსოფლიოში (თითქმის არაფერი ვიცით უკუჩვენებებზე, და ასე შემდეგ),

კვლევების ნაკლებობა (დამოუკიდებელი მკვლევარების ღია და მაღალი დონის კვლევები არ გვაქვს),

ინფორმაციის არარსებობა (ფაიზერზე ვინმეს თავი ასტკივდება, ერთ თვეში მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს და თურმე სინოვაკზე არავის თავის ტკივილიც არ აქვს),

შეკვეთილი კვლევების რეკლამირება (შრილანკის ცნობილი კვლევა და ასე შემდეგ), და

ძირითადად დიქტატორულ ან/და ღარიბ ქვეყნებში გამოყენება სინოვაკის (ინფორმაციის მანიპულაცია ან არ არსებობა)

დღეს გამოქვეყნებული კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტიდან არის პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომ შესაძლოა, სინოვაკის ვაქცინა ვერ იცავს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან. რა თქმა უნდა კვლევა საკმაოდ მცირეა, მაგრამ პირველი სოლიდური კვლევაა. ფაქტია, სინოვაკი დიდხანს ასე ვერ გააგრძელებდა. ეს დროის ფაქტორი იყო და ომიკრონმა, უბრალოდ, პროცესი დააჩქარა.

დღესდღეობით მარტო ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის ყველაზე ეფექტური ვაქცინები და ფაიზერის ბუსტერი არის ჯერჯერობით უალტერნატივო" - წერს ფხაკაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×