დახურვა
სტილი
20.12.2021

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის "ომიკ­რო­ნის“ 2 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­რო­ნა­ვი­სის ახა­ლი შტა­მი 25 ნო­ემ­ბერს, სამ­ხრეთ აფ­რი­კის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. ჯან­მო-მ მას სა­ხე­ლად "ომიკ­რო­ნი" მი­ა­ნი­ჭა.

18 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ომიკ­რო­ნი უკვე 80-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ყო­ველ ორ-სამ დღე­ში ორ­მაგ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ WHO-ს სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დე­ვიდ ნა­ბა­რომ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, "ომიკ­რონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა "რვა­ჯერ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა ერთ კვი­რა­ში და 40-ჯერ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი - ორი კვი­რის შემ­დეგ“. რომც და­დას­ტურ­დეს "ომიკ­რო­ნის“ შტა­მის და­ბა­ლი ლე­ტა­ლუ­რო­ბა, ვირუ­სის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა "შე­არ­ყევს“ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, მი­აჩ­ნია ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელს. ჰონგ-კონ­გელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ახა­ლი შტა­მის, "ომიკ­რო­ნის“ შე­სა­ხებ გა­მოკ­ვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რომ­ლის შე­დეგ­თაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ომიკ­რო­ნი“ 70-ჯერ უფრო სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში და ბრონ­ქის კე­დელ­ში, ვიდ­რე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი, "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტი და 10-ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბად ფილ­ტვის ქსო­ვილ­ში.

ვა­რა­უ­დი "ომიკ­რო­ნის“ ნაკ­ლე­ბად ლე­ტა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, სწო­რედ იმან წარ­მოშ­ვა, რომ ახა­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში ფილ­ტვებ­ში ვირუ­სის კონ­ცენ­ტრა­ცია და­ბა­ლია.

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ექი­მი, ან­ჯე­ლიკ კო­ეტ­ზი, რო­მე­ლიც მე­დი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ცაა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი გა­მოთ­ქვა. მი­სი­ვე დაკ­ვირ­ვე­ბით, ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, 40 წლის და უფრო ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50%, რო­მელ­საც ის მკურ­ნა­ლობ­და, არ იყო აც­რი­ლი.

"დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ომიკ­რონს“ არ ახა­სი­ა­თებს სუ­ნის ან გე­მოს და­კარ­გვა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის ჯანნ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მოწ­ვე­ულ ბრი­ფინგზე, ზო­გად­მა პრაქ­ტი­კოს­მა დოქ­ტორ­მა უნ­ბენ პი­ლა­იმ ჩა­მოთ­ვა­ლა სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­თაც "ომიკ­რო­ნის“ მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ავ­ლენ­დნენ - "მშრა­ლი ხვე­ლა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან“ - ამ­ბობს ის.

გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ომიკ­რო­ნი“ "შეშ­ფო­თე­ბის ვა­რი­ან­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და და ხალ­ხს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და.

ცნო­ბი­ლი ელერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ჰონგ-კონ­გის უნი­ვე­რის­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჰონგ-კონ­გის უნი­ვე­რის­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნე­ბის (ფა­ი­ზე­რი, სი­ნო­ვა­კი) "ომიკ­რო­ნი­სად­მი" მა­ნე­იტ­რა­ლი­ზი­რე­ბელ ძა­ლას აჩ­ვე­ნებს, გა­მოვ­ლინ­და, რომ 25 ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი­დან "ფა­ი­ზე­რის" ჯგუფ­ში ვირუ­სის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შე­უძ­ლია ხმო­ლოდ 5 ადა­მი­ანს (ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბაა 20-24%) , ხოლო სი­ნო­ვა­კის ჯგუფ­ში 25 -დან შე­უძ­ლია 0 ადა­მი­ანს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სი­ნო­ფარ­მი/სი­ნო­ვა­კით აც­რი­ლებ­მა "ფა­ი­ზე­რის "(რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია) ან იგი­ვე ვაქ­ცი­ნის ბუს­ტე­რი უნდა და­ი­მა­ტოთ 3 თვის შემ­დეგ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×