დახურვა
სტილი
31.12.2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს: „ახალი წელია, ყველას უხარია, მაგრამ ის არის განსხვავება, რომ სახლში არ შევუშვი ის, ვინც არ იყო აცრილი, ტესტი გავაკეთებინე და ისე მივიღე სტუმრები. ომიკრონთან დაკავშირებით დიდი ამბებია, რაებს არ წერენ, ზღაპრებსაც კი, რელობა არის ის რომ, ჩვენ არ ვიცით მის შესახებ ბევრი რამ. მეცნიერულ დონეზე ვერ ვცემთ ბევრ კითხვას პასუხს.

ახლა საფრანგეთში 10 საათია, საქართველოშ უკვე გვიანია. ვცდილობ მოვძებნო შესაფერისი სიტყვები, რომ ვიღაცები არ გაბრაზდნენ. საქართველოში სიმართლე არავის უყვარს. ეძებენ პროფესიონალს და უხდიან 300 ლარს. რელობის დანახვა ჩვენ არ გვინდა, მაგრამ სადღეგრძელოები გვიყვარს. ისე მეჩხუბებიან, თითქოს ჩემი ბრალია ეს კორონა. მე სიმართლეს გეუბნებით. ვინც საზღვარგარეთ ხართ, ხომ ხედავთ, რომ მე რომ რაღაცას ვიტყვი, რამდენიმე დღის მერე ამბობენ უცხოეთშიც. ცოტა ადრე ვხვდები რაღაცებს, იმიტომ, რომ ჩართული ვარ ამ საკითხებში" - თქვა მან.

გიორგი ფხაკაძემ გამომწერის კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ახალი შტამი, ომიკრონი ხმის დაკარგვას არ იწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×