დახურვა
სტილი
24.01.2022

კოვიდინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, კლინიკები გადატვირთულია. “ომიკრონის” შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება. ათობით მცირეწლოვანი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებულია. იცვლება ბავშვების მკურნალობის პროტოკოლიც.

ჯანდაცვის სექტორი ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა დარჩეს ბინაზე.

მისივე თქმით, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის გამო შესაძლებელია, კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს.

“პროტოკოლი შეიცვალა – მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,”- აცხადებს თამარ გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×