დახურვა
სტილი
07.02.2022

სამედიცინო ცენტრ ლაბუნოს ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გია კავკასიძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში, იმედის დღეში სტუმრობისას, კორონავირუსის გამოვლენის სწრაფ და PCR ტესტებზე ისაუბრა. მან განმარტა, თუ როდის აჩვენებს ტესტები არასწორ პასუხს.

„სწრაფი ტესტი ძალიან კარგია „წითელი ბარათის“ საჩვენებლად – თუ ის დაადასტურებს ინფექციას, ე.ი. იქ არის ინფექცია, მაგრამ თუ არ დაადასტურა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის. ძალიან მცირეა იმის შანსი, სწრაფი ტესტის გაკეთებისას, დადებითი პასუხი სიმართლე არ იყოს. ამის შესახებ კვლევა შარშან, სექტემბერში ჩატარდა. მაშინ, „ომიკრონს“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული. ამ შტამმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. „ომიკრონი“ რომ შევადაროთ პირველ, ჩინურ შტამს, რომელზეცაა აგებული თითქმის ყველა კომერციული ტესტი. იმ შტამთან შედარებით, 

„ომიკრონს“ 50-ზე მეტი ცვლილება, ანუ მუტაცია აქვს. ეს მუტაციები არის ყველა ცილაში. იმის მიუხედავად, თუ რომელი ცილის აღმოსაჩენად შეიქმნა ესა თუ ის ტესტი თავის დროზე, ახლა ეს სამიზნეები აირია და შეიცვალა. ამიტომაა, რომ PCR-იც კი, შეიძლება, შეცდეს, მაგრამ ამის ძალიან მცირე შანსია. რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც PCR-ი ცდომილებას იძლევა? ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ადამიანს კოვიდი აქვს და PCR-მა არ აჩვენა… ცდომილების ყველაზე დიდი მიზეზი არის ნაცხის აღების ტექნიკა“, - განაცხადა გია კავკასიძემ. 6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 20 925 ანტიგენის სწრაფი და 12 981 PCR ტესტი ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×