დახურვა
სტილი
09.02.2022

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდება. ამასთან, როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, არსებობს მოვლენების განვითარების სხვაგვარი სცენარიც, რადგან რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი. ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს.

„ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში მაღალ ნიშნულზეა, ერთი პოზიტიური ინფორმაცია რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რიცხვიც მაღალია, ის არ არის უფრო მეტი, ვიდრე 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 200 შემთხვევა. ეს ტოვებს იმედს, რომ შესაძლებელია სწორედ 2 თებერვლის მაქსიმუმი იყოს მეექვსე ტალღის პიკი და მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა შესაძლებელია სხვა სცენარიც. რთულია პროგნოზირება, რამდენად იქნება მომდევნო დღეები დაღმავალი ტალღის მიმანიშნებელი, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2- პიკიანი მრუდი.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატების მაქსიმალური ნიშნული შესაძლებელია უფრო მაღალი რიცხვი იყოს 30 000 და მეტიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო 7 დღის განმავლობაში როგორი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი.

იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×