დახურვა
სტილი
10.02.2022

კოვიდ – 19-ით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება. გარკვეული პროფესიებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 6 დღე, დანარჩენებისთვის – დადასტურებიდან 7 დღე. ეს ეხება უსიმპტომო პაციენტებს, სიმპტომიანებს კი იზოლაცია კვლავ 10 დღე მოუწევთ.

ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებისთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან მე-6 დღეს, თუმცა ეს ეხებათ “სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში” დასაქმებულ პირებს.

სამედიცინო დაწესებულებები;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

საქართველოს პროკურატურის სისტემა;

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, სიმპტომების გასვლიდან 24 საათი უნდა იყოს გასული და მკაცრად

რეკომენდაცირებულია პირბადის ტარება 5 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არ არის საჭირო.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი – დადასტურებიდან მინიმუმ 10 დღე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×