დახურვა
სტილი
19.02.2022

კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის" ცნე­ბა გაქ­რა, მსგავ­სი რამ არ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და ე.წ. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი და გა­ჩერ­დე­ბო­და ინ­ფექ­ცია, თუ ყვე­ლა გა­და­ი­ტან­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბია და „ომიკ­რონ­თან" ეს ხუთ­ჯერ გაზ­რდი­ლია. რა თქმა უნდა, „ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის" ცნე­ბა გაქ­რა, მსგავ­სი რამ არ მოხ­დე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ინ­ფექ­ცი­ის აღ­მო­ფხვრა და ამო­ძირ­კვა ვერ მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, მისი თქმით, ამ კუ­თხით მა­ინც კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე ვართ.

"დელ­ტას­თან" მი­მარ­თე­ბა­ში თუ ვი­ტყვით, რომ 60 ათა­სი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, მა­შინ გარ­დაც­ვა­ლე­ბა 70-80 იყო. იმ ტი­პის მსგავ­სი სიკ­ვდი­ლო­ბა რომ გვქონ­დეს, 200 ათას აქ­ტი­ურ შემ­თხვე­ვა­ზე, დღე­ში 250 ადა­მი­ა­ნი უნდა გვე­ღუ­პე­ბო­დეს. „დელ­ტას" სიკ­ვდი­ლო­ბა რომ ჰქონ­დეს ამას შერ­ჩე­ნი­ლი, ეს უნდა იყოს დღე­ში 200 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი, რაც ქვეყ­ნის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 8 ადა­მი­ან­ზე მეტი რომ იღუ­პე­ბა, ეს უკვე გან­გა­შის ნი­შა­ნია, ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია ამ გან­გა­შის ნი­შან­ში ვართ. ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 20 ადა­მი­ა­ნი გვე­ღუ­პე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ მა­ინც ძა­ლი­ან კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე ვართ სიკ­ვდი­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა აც­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვის გა­რან­ტია საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი, მას აქვს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვის გა­რან­ტია 80%-ით, თუ 6 თვე და მეტი არ არის გა­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან. თუ 6 თვე­ზე მე­ტია გა­სუ­ლი მე­ო­რე აც­რი­დან და არ გა­ი­კე­თა და­მა­ტე­ბი­თი დოზა, ეს ეფექ­ტუ­რო­ბა 57%-მდე მცირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მე­ო­რე დო­ზის შემ­დგომ გა­ი­კე­თა სამ თვე­ში „ბუს­ტე­რი," მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვის გა­რან­ტი­აა უკვე არის 90%. ეს არის უზარ­მა­ზა­რი პრო­ცენ­ტი და სწო­რედ მა­ღა­ლი „ბუს­ტე­რუ­ლი" ვაქ­ცი­ნე­ბის მოც­ვის ქვეყ­ნე­ბი, რიგ­რი­გო­ბით აქ­ვეყ­ნე­ბენ, რო­გორ ას­რუ­ლე­ბენ კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებს და რო­გორ უბ­რუნ­დე­ბი­ან ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს", - აღ­ნიშ­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×