დახურვა
სტილი
23.06.2021

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან ტყე­ში უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ იმ აკ­რძალ­ვებს, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბის მო­წყო­ბი­სას და კო­ცო­ნის დან­თე­ბი­სას ვრცელ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­ფხუ­ლი, ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­ძარ­სა­ში­ში პე­რი­ო­დია. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ტყე­ში ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ადა­მი­ან­თა და­უ­დევ­რო­ბაა, რა­მაც შე­საძ­ლოა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ხან­ძარ­სა­შიშ უბ­ნებ­სა და იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე, ეროვ­ნულ­მა სა­ტყეო სა­ა­გენ­ტომ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო-გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი გა­ნა­თავ­სა.

სა­ხელ­მწი­ფო ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცე­ცხლის დან­თე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ხე­ე­ბის ვარ­ჯის ქვეშ, წიწ­ვი­ან მო­ზარდ ტყე­ში, ძველ ნა­ხან­ძრა­ლებ­ში, ტყის და­ზი­ა­ნე­ბულ უბ­ნებ­ში (ტყის ქარ­ქცე­ულ ან ქარ­ტე­ხილ ად­გი­ლებ­ში), დამ­ზა­დე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი­დან გა­უ­წ­მენ­დავ ტყე­კა­ფებ­ში, გა­მო­უ­ზი­და­ვად და­ტო­ვე­ბუ­ლი დამ­ზა­დე­ბუ­ლი მერ­ქნის ად­გი­ლებ­ში, ტორ­ფი­ან და გამ­ხმარ­ბა­ლა­ხი­ან ად­გი­ლებ­ში.

"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე

ტყის ფონ­დის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­ცო­ნის დან­თე­ბა და­საშ­ვე­ბია ცე­ცხლის და­სან­თე­ბი ად­გი­ლის (ბა­ქა­ნი) წი­ნას­წა­რი მო­წყო­ბის შემ­თხვე­ვებ­ში. ბაქ­ნის წი­ნას­წა­რი მო­წყო­ბა გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლის კე­რი­დან 1,5 მ რა­დი­უს­ში ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი მა­სა­ლე­ბი­სა­გან (თივა, ხმე­ლი ბა­ლა­ხი, ფოთ­ლე­ბი, ფი­ჩხი) გაწ­მენ­დას.

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ტყე­ებ­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვა, რა­საც მოჰ­ყვა ტყე­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნა ან მისი გავ­რცე­ლე­ბა გარ­კვე­ულ ფარ­თობ­ზე, აგ­რეთ­ვე, ტყის მოს­პო­ბა ან და­ზი­ა­ნე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის ან ცე­ცხლი­სად­მი და­უ­დევ­რად მო­პყრო­ბის შე­დე­გად - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100-დან 200-ლა­რამ­დე. ტყე­ში და­უ­დევ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან რვა წლამ­დე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×