დახურვა
სტილი
04.03.2022

ანდრია გველესიანი ეხმიანება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსები მასობრივად აპირებენ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას და წერს:

„აქ გამორბიან კი არა!!! დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი!!!

ოლიგარქები აუმხედრდნენ პუტინსო...

აუმხედრდნენ იმიტომ, რომ გაკოტრება დაიწყეს!! უმეტესობაც იმიტომ მორბის აქ, რომ აქ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მატერიალური თვალსაზრისით, რადგან მათი ქვეყანა დიდ კრიზისში შედის!! უმრავლესობა თავიანთი კომფორტის გამო დგამს ამ ნაბიჯებს და არა იმიტომ, რომ სისხლიანი რეჟიმი და უკრაინაში დაღუპული მოსახლეობა ადარდებთ!!

აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ ყველა იქიდან შემომსვლელი და შემოსვლაც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს! არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამხელა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ უკონტროლო ხალხის შემოდინების გამო!

Слава Україні!

ეს ყველას ომია მსოფლიო ტირანის წინააღმდეგ!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×