დახურვა
სტილი
04.03.2022

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის.

ექიმი წერს, რომ კიევის დროით, 3 საათზე უკრაინაში მთელი ქვეყანა ერთად ილოცებს ომის დასრულებისთვის.

შესაბამისად, ის საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ ლოცვას.

"ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა მოგვწერა (მასთან ვცხოვრობდით როცა უკრაინაში ვმუშაობდი) რომ ხვალ 3 საათზე, კიევის დროით, მთელი უკრაინა ერთდროულად ილოცებს ქვეყანაში მშვიდობის მალე დადგომასა და ომის დამთავრებაზე.

და თუ შეგეძლებათ შემოგვიერთდითო. ასე რომ ვისაც სურვილი ექნება შეუძლია, სადაც ვართ იქ შევუერთდეთ მათ იმ მომენტში,"- წერს ზაზა წერეთელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×