დახურვა
სტილი
05.03.2022

დომენიკ მანგო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოდან მოხალისედ არის წასული, იქ არსებულ ვითარებაზე წერს. მისი განცხადებით, მოხალისეები წვრთნებს და სწვალებებს გადიან.

ის ასევე წერს, რომ საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში ჩასაყვანად საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს.

„გავდივართ წვრთნებს, სწავლებებს. ყოველ წამს გვაქვს მოლოდინი მტრის შემოტევის. ირთვება საჰაერო განგაშები, ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტები და წუთებია, ასეთი მშვიდი და მოსვენებული არასოდეს ვყოფილვარ. ინტერნეტში თითქმის ვერ შემოვდივარ, თუმცა ხვალიდან ვიწყებ ახალი ავტობუსების დაორგანიზების პროცესს, რადგან საქართველოდან ჩამოვიყვანო ჩვენთან მოხალისეები. ხვალიდან უკვე ონლაინ ვიქნები საორგანიზაციო პროცესში. მიყვარხართ!", - წერს დომენიკ მანგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×