დახურვა
სტილი
07.03.2022

Anonymous-ის ცნო­ბით, ჰა­კე­რებ­მა რუ­სე­თის ტე­ლე­არ­ხებ­ზე კი­ბერ­თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის ნაც­ვლად უკ­რა­ი­ნის და­ბომბვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის ნახ­ვა მო­უ­წია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­კად­რებს ჰა­კერ­თა დაჯ­გუ­ფე­ბა "ტვი­ტერ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც Anonymous-ი წერს, 6 მარტს გა­ტე­ხეს რუ­სუ­ლი სერ­ვი­სე­ბი Wink-ი და Ivi და რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის დროს და­ბომბვის კად­რებ­თან ერ­თად, ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­წო­დე­ბე­ბიც გა­უშ­ვეს.

"ეს ომი გა­ჩა­ღე­ბუ­ლია პუ­ტი­ნის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მიერ რუ­სე­თის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხის სა­ხე­ლით", - მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მო­და რუ­სუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი­დან.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კი­ბერ­თავ­დას­ხმა ცოტა ხანს გაგ­რძელ­და და რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის მა­უ­წყებ­ლო­ბა მა­ლე­ვე აღ­დგა.

ცნო­ბის­თვის, ეს Anonymous-ის მიერ რუ­სულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მე­დი­ა­ზე კი­ბერ­თავ­დას­ხმის მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა. მა­ნამ­დე ჰა­კე­რებ­მა რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი გა­უშ­ვეს.

მსოფ­ლიო ჰა­კერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ პუ­ტინს კი­ბე­რო­მი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო გა­მო­უ­ცხა­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×