დახურვა
სტილი
09.03.2022

კვირას, 6 მარტს, ლესია ივაშჩენკო და ვალერი ფილიმონოვი, უკრაინის თავდაცვის ძალების ორი წევრი, დაქორწინდნენ კიევის გარეუბანში, საგუშაგოზე დგომის პერიოდში. წყვილი ასე არ აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ რუსეთის შემოჭრის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, სამოქალაქო მოხალისეები გამხდარიყვნენ და ომის პერიოდში ერთმანეთი ამ სახით გაემხნევებინათ.

„მათ სურთ, ერთად დაიცვან ჩვენი ქალაქი“, - განუცხადა The Washington Post-ს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

ცერემონიას სამხედრო კაპელანი კურირებდა და პატარძალს ეცვა სამოსი, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის დამახასიათებელი ყვითელი ზოლებით იყო წარმოდგენილი.

რამდენადაც არაორდინარული  უნდა ყოფილიყო ქორწილი, ის მაინც ემორჩილებოდა ტრადიციას: იყო თაიგული, გაიცვალა ბეჭდები და ითქვა საქორწინო აღთქმაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×