დახურვა
სტილი
09.03.2022

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ი­სის სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში რიგი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია, მა­გა­ლი­თად, ფქვი­ლის, ზე­თის, შაქ­რის და ა.შ.

დის­ტრი­ბუ­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ივა ჭყო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, რე­ა­ლუ­რად პრო­დუქ­ტე­ბის პრობ­ლე­მა კი არ არის, მი­წო­დე­ბის ჯაჭვშია რიგ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა, რად­გან პა­ნი­კუ­რი შეს­ყიდ­ვა ხდე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის სა­შიშ­რო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ დგას და მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, პა­ნი­კუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, რათა დე­ფი­ცი­ტი ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­იქ­მნას.

"პა­ნი­კუ­რი ფონი არის ძა­ლი­ან ცუდი, რად­გან რო­დე­საც დახლზე კონ­კრე­ტუ­ლად ვი­ღაც ერთი ბრენ­დის ქვეშ რა­ღაც პრო­დუქტს იყი­დის და მე­ო­რე ხე­დავს, რომ პრო­დუქ­ტი არ არის, სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლოვ­ნუ­რად ეს იწ­ვევს პა­ნი­კას და შემ­დეგ უკვე ვრცელ­დე­ბა, თით­ქოს რა­ღაც პრო­დუქ­ტი არ არის. რე­ა­ლუ­რად პრო­დუქ­ტე­ბის პრობ­ლე­მა კი არ არის, მი­წო­დე­ბის ჯაჭვში არის რიგ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა, იმი­ტომ რომ ხდე­ბა პა­ნი­კუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბი.

ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­დუქ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვა მოხ­და, რო­მე­ლიც გა­იგ­ზავ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში ჩვე­ნი მოძ­მე ერის და­სახ­მა­რებ­ლად. ამან, რა თქმა უნდა, გა­ზარ­და მო­თხოვ­ნა პირ­ვე­ლად პრო­დუქ­ტებ­ზე და ჩვენც ცოდო ვართ, მი­წო­დე­ბის ჯაჭვში გვი­ჭირს. მათ შო­რის, რიგი პრო­დუქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ლო­ჯის­ტი­კაც გა­ჭირ­და. ზოგი პრო­დუქ­ტი ლარსზეა გა­ჭე­დი­ლი და ახლა ჩვენ თუ პა­ნი­კურ შეს­ყიდ­ვებს გა­ვა­კე­თებთ, რა თქმა უნდა, ხე­ლოვ­ნუ­რად შევ­ქმნით დე­ფი­ციტს და თხოვ­ნა მექ­ნე­ბა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რომ არ გა­ა­კე­თონ პა­ნი­კუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რად არ შექ­მნან ქვე­ყა­ნა­ში დე­ფი­ცი­ტი. ეს უფრო მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ჩაგ­ვაგ­დებს," - გა­ნა­ცხა­და ივა ჭყო­ნი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×